x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134491
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
თსუ-მ წიგნები საკუთარი რექტორისგან კანონდარღვევით შეიძინა - აუდიტის დასკვნა
image



2014 წელს თსუ-მ წიგნები თავისვე რექტორისგან კანონდარღვევით შეიძინა - ამის შესახებ ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

დოკუმენტების თანახმად, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს საქვეანგარიშოდ ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ- ის ბიბლიოთეკაში განთავსება. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს.


ამ პერიოდში თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა იყო. აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers. ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.



შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს და მოცემული შესყიდვის ინიციატორს. ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორს) შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ურთიერთობები. შესაბამისად, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში.

1
94
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
94
  
2019, 22 სექტემბერი, 11:16
პაპავა მეცნიერია და შესაძლოა, არ იცის საგადასახადო ნიუანსები, მაგრამ ბუღჰალტერსა და იურისტს არ უნდა ერჩიათ სწორად?
0 1 1