x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
180 კილოგრამი წონის ქართველი "ჰალკი" ლევან საღინაშვილი, რომელიც არაადამიანური ძალის მფლობელია

image როცა დრო მაქვს რუსულ და უკრაინულ საიტებზე ვეძებ ინფორმაციას საქართველოზე და ქართველებზე, ამჯერად რუსი, სპორტის ძალისმიერი სახეობების მწვრთვნელ-ინსტრუქტორის სტატიას წავაწყდი და გულმა არ მომითმინა არ მეთარგმნა ზუსტად ისე, როგორიცაა ორიგინალში და არ გამეცნო თქვენთვის მისი მოსაზრება.
აღნიშნული ადამიანი წერს ქართველ "ჰალკზე" ლევან საღინაშვილზე, რომელსაც არაადამიანური ძალის მქონე ადამიანი უწოდა.
"სრულიად შემთხვევით გამაცნეს ლევანი და მასთან საკმაო ხანი ვისაუბრე, ბოლოს კი ვიდეოც ჩავწერე.
ამ გოლიათმა ადამიანმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სწორედ ლევანზეა ნათქვამი: ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო!
ეს ადამიანი ძალიან უბრალო და უშუალო აღმოჩნდა საუბრისას, მასში მედიდურობის და ამპარტავნობის ნასახიც კი ვერ ვიპოვე.
მინდა მოგიყვეთ ლევანზე, არაადამიანური ძალის მქონე ადამიანზე, რომელსაც სპორტულ სამყაროში ქართველი "ჰალკის" მეტსახელით იცნობენ უკვე.
image ლევანი პროფესიონალი არმრესტლერია, გამოდის მაღალ დონეზე ნებისმიერ ტურნირში და უკვე 2 წელია, რაც არცერთი შეხვედრა არ წაუგია.
კი, იყო წაგებაც კარიერის დასაწყისში, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია ძალიან შორს დარჩა და მასზე საუბარიც არ ღირს.
ლევანი სპორტის ამ სახეობაში 11 წელია უკვე რაც ვარჯიშობს, თან საოცარი ისაა, რომ სპორტის ამ სახეობაში სრულიად შემთხვევით მოხვდა, უბრალოდ მივიდა სავარჯიშო დარბაზში, სადაც მას მისი მომავალი მწვრთვნელი ლადო ხუციშვილი შეხვდა.
სწორედ ლადოს დამსახურებაა, სპორტის აღნიშნულ სახეობაში ახალი, თან კაშკაშა ვარსკვლავის მოსვლა ლევანის სახით.

Просто нереальный гигант ! ის უბრალოდ არარეალურად გიგანტია და აქ მხოლოდ მის აღნაგობას და მის წონას არ ვგულისხმობ.
ლევანის მწვრთვნელმა ლევანში დაინახა უზარმაზარი პოტენციალი და შესთავაზა არმრესტლინგში ვარჯიში დაეწყო. ლევანს უზარმაზარი ხელის მტევნები აქვს, მის ხელში მოხვედრილი მეტოქე კი ალბათ თავს ისე გრძნობს, როგორც თაგვი სათაგურში.
ლევანის წონა მერყეობს 170-180 კილოგრამს შორის, სპორტის აღნიშნული სახეობისათვის დამეთანხმებით არარეალურად დიდია. როგორც წესი სპორტის ამ სახეობაში სუპერმძიმე წონის ადამიანები 120-130 კილოგრამი წონის არიან.
გარდა ამისა ლევანი ძალიან კარგად იცნობს ძალისმიერი სპორტის ბევრ სახეობას და მოწინააღმდეგეს, უამრავ ილეთს სთავაზობს, ამას დაუმატეთ მისი არაადამიანური ძალა და მივიღებთ ორთაბრძოლას, სადაც მუდამ ლევანი დომინირებს.
ლევანი დაწოლილ მდგომარეობაში 250 კილოგრამს სწევს და 200 კილოგრამს კი 7-ჯერ სწევს მაღლა, ბიცეფსზე სწევს 140 კილოგრამს 4-ჯერ, გარდა ამისა უზარმაზარი ტვირთით შეუძლია 15-16-ჯერ გააკეთოს აზიდვა, რაც ფანტასტიური მონაცემებია, თუ ლევანის საკუთარ წონასაც გავითვალისწინებთ.
ამ დროისათვის ლევანს მსოფლიოში არა ჰყავს კონკურენტი, ფიზიკურად არაა მეტოქე, რომელიც ლევანს გაუძლებდა ორთაბრძოლაში.
ერთადერთი მეტოქე, რომელსაც შეუძლია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ლევანს დენის ციპლენკოვია. თუმცა დენისს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ინტენსიური ვარჯიშების მიტოვებამ მოუწია.
ამჟამად დენისი ინდივიდუალურად ვარჯიშობს სპორტული ფორმის აღსადგენად მკურნალობის კურსის შემდეგ.
იმედია ვნახავთ ამ ორი გიგანტის შერკინებას, დენისიც გოლიათური აღნაგობისაა და ძალზე ღონიერიც.

Денис Цыпленков единственный потенциальный соперник Левана. Он также очень большой и сильный !

0
989
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
989