x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი - იანუშ კორჩაკის 10 რჩევა მშობელს
image
ცნობილი პოლონელი პედაგოგი იანუშ კორჩაკი, თავისი პედაგოგიური მოღვაწეობით მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა.
პოლონეთის ოკუპაციის წლებში იანუში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის.
1942 წელს ის დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში, თავის 200 აღსაზრდელთან ერთად.
დღეს უამრავ ქვეყანაში ბესტსელერად არის ქცეული იანუშ კორჩაკის წიგნი, „როგორ გვიყვარდეს ბავშვი“.
განსაკუთრებით საინტერესოა, მისეული, , 10 პუნქტად ჩამოყალიბებული "ცნება", მათთვის, ვინც მშობლის სტატუსს ატარებს.
image
1.
ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2.
ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3.
სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4.
ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.

5.
არ დაამცირო
image
6.
არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7.
ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8.
შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9.
გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10.
გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.
0
154
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0