x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტესტი - შეამოწმეთ, შემოგრჩათ თუ არა გრძნობები ყოფილი შეყვარებულის მიმართ

image


დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ მთებს შორის გზატკეცილზე საკუთარ მანქანას მიაქროლებთ. ჰორიზონტზე მთაგრეხილი მოსჩანს. ახლა ვეცადოთ ერთად დავხატოთ ეს მთაგრეხილი. მე დავიწყე, თქვენ დაასრულეთ – კიდევ ერთი მთა მიახატეთ


image



როგორია თქვენი მთა?


ა. წინაზე მაღალი

ბ. წინას ტოლია


გ. წინაზე დაბალია


image



პასუხები:



ა. თუკი თქვენი მთა წინა მთაზე მაღალი იყო, ეს ნიშნავს, რომ წარსული აღარ გაინტერესებთ და მთლიანად აწმყოზე ხართ ორიენტირებული. თქვენ არავითარი გრძნობები აღარ შემოგრჩათ თქვენი ყოფილის მიმართ, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, გადაალაგეთ და აღარ მისტირით ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს. თუ ყოფილს გაიხსენებთ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვამ მოიტანა, თორემ გული უკვე სხვა ადამიანისთვის გიფეთქავთ, ან მზად არის, რომ იფეთქოს.


ბ. თუკი მთა წინა მთის ტოლია, თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიღწევიათ თავი წარსულისთვის, ისევ ვიღაც მის მსგავსს ეძებთ. შეიძლება ახალი შეყვარებულიც გყავდეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილს ამსგავსებთ, ვერ აცნობიერებთ, რომ ის სხვაა, სხვანაირია და სწორედ ამ თავისი უნიკალურობის გამო უნდა გიყვარდეთ. თუ ამ ურთიერთობის გადარჩენა, ან ახალი სიყვარულის პოვნა გსურთ, მაშინ ყოფილის ძებნას სხვა ადამიანებში თავი უნდა დაანებოთ.


გ. თუკი თქვენი მთა წინა მთაზე დაბალია, ნიშნავს, რომ კვლავ გულგატეხილი ხართ. ისე ძალიან გეტკინათ, იარები ჯერაც არ მოგშუშებიათ. ძალიან, რთულია, მაგრამ ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ასეა საჭირო. ეცადეთ მეტი პოზიტივით უყუროთ მომავალს. იმისთვის დაკარგეთ, რომ უკეთესი უნდა გეპოვათ წინ.



ასევე დაგაინტერესებთ:


აირჩიე კრისტალი და გაიგე ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა


ტესტი ქალურობაზე - გაიგე რა არის შენი მომხიბვლელობის საიდუმლო


ფსიქოტეტსი - აირჩიე ლანდშაფტი და გაიგე რა არის შენი ყველაზე დიდი ნიჭი


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად

ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
695
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0