x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
”ბავშვი იწვოდა და ყვიროდა” - რა შეემთხვათ რუსეთიდან თურქეთში ჩასულ ბავშვებს
image
ეკატერინბურგის სამი და ათი წლის ბავშვი დაიწვა თურქულ სასტუმროში გამართული კულინარიული სანახაობის დროს ცეცხლმოდებული ზეთით. ორი ბავშვი და კიდევ ერთი ტურისტი რუსეთიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჯამში, ფაქტის შედეგად დაშავდა რვა დამსვენებელი. ექიმებმა ერთერთ ბავშვს სხეულის ზედაპირის 27% –ის დამწვრობა დააფიქსირეს. ხოლო მეორე ბავშვს დაეწვა ხელი და თავი, უფიქსირდება 16% სხეულის დამწვრობა.


"ჯოჯოხეთი იყო. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თუ როგორ ტიროდა ბავშვი. დაიწვა, ტანსაცმელს ცეცხლი მოედო, მაგრამ მოახერხეს გახდა. რვა ადამიანი დაშავდა, სინამდვილეში ხალხს ცეცხლი ეკიდა. ” - განმარტა კაცმა.


რუს ტურისტებს პრეტენზია არ აქვს, რადგან ადმინისტრაციამ დაზარალებულები კარგ კლინიკაში განათავსეს, გადაიხადეს მკურნალობის და ბილეთების ღირებულება უკან, რუსეთის ფედერაციაში დასაბრუნებლად.


17 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა საკონსულო დეპარტამენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ 88 რუსი დაიღუპა თურქეთში შვებულებაში ყოფნის დროს მაისის დასაწყისიდან. მისი თქმით, უბედურებები ხშირად გვხვდება ბავშვებთან, მათ შორის იმის გამო, რომ მშობლები ძალიან ენდობიან სასტუმროს პერსონალს.



იხილეთ ვიდეო

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0