x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიხსნა
image


სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­თუმ­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ა­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად ისევ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მო­იყ­რი­ან თავს.


წელს ფეს­ტი­ვა­ლი და­არ­სე­ბი­დან 5 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს, რის გა­მოც, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნო­ბენ და ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.


Ad Black Sea-მ სტარ­ტი 2015 წელს აიღო, აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვალს და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ რე­გი­ონ­ში. მისი მას­შტა­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა და წელს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია.


Ad Black Sea ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მარ­კე­ტინ­გით და რეკ­ლა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ და­ეს­წრონ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სე­მი­ნა­რებს, ვორკშო­პებს. მი­ი­ღონ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია რეკ­ლა­მის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, გა­ი­ფარ­თო­ვონ პრო­ფე­სი­უ­ლი წრე, გა­იც­ნონ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.


image


ფეს­ტი­ვა­ლის 5 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ოცამ­დე ცნო­ბი­ლი სპი­კე­რი ჩა­მო­ვა, ხოლო ჟი­უ­რი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­ა­ფა­სებს, ოც­და­ა­თამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­გან შედ­გე­ბა. ერთი სი­ტყვით ბა­თუმ­ში წელს ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლავთცვე­ნა იქ­ნე­ბა.


სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან: მა­იკლ კონ­რა­დი, ბერ­ლი­ნის კრე­ა­ტი­უ­ლი სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლე­გენ­და მარ­სე­ლო სერ­პა, ია­პო­ნუ­რი სა­ა­გენ­ტოს „ჰა­კუ­ჰო­დოს“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი - კენ­ტა­რო კი­მუ­რა, ფე­ის­ბუ­ქის კრე­ა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩი­ნეთ­ში - კიტი ლუნი, ეს­პა­ნე­თის წამ­ყვა­ნი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ჩაჩო პუ­ებ­ლა და მი­გელ სი­მო­ე­სი, ცნო­ბი­ლი სა­ა­გენ­ტოს TBWA/Manchester-ის დი­რექ­ტო­რი ლორ­ნა ჰო­უ­თინ ბრი­ტა­ნე­თი­დან, ჰერ­მან ვას­კე თა­ვი­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მით კრე­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე იღებ­და, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი მა­ი­ა­მის სა­რეკ­ლა­მო სკო­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკ­ლას-ფრინგს რუპი - ეს იმ სტუმ­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ვის­გა­ნაც დე­ლე­გა­ტე­ბი სე­მი­ნა­რებს მო­ის­მე­ნენ.


ქარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი შეძ­ლე­ბენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან დამ­ყა­რე­ბას. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს.


ფეს­ტი­ვა­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ნა­წი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, Ad black sea-სთვის კონ­კურ­სი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ოთხ ჯგუ­ფად გა­ყო­ფი­ლი და ოც­და­ათ­ზე მეტი წევ­რის­გან შემ­დგა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი, ნა­მუ­შევ­რებს 11 კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­ა­ფა­სებს. ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling.


წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, მე-11-ე კა­ტე­გო­რია: Creative Effectiveness, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გებს და მათ ეფექ­ტუ­რო­ბას ზო­მავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რია ფეს­ტი­ვალს ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია WARC-ის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ე­მა­ტა.


image


სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ავ­ლენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ოქ­როს, ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო სა­ა­გენ­ტოს ტი­ტუ­ლის ნო­მი­ნან­ტე­ბიც.


კონ­კურ­სში ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მსოფ­ლი­ოს 17 ქვეყ­ნი­დან.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილ­დო­ზე წელს ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის კონ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი.


წელს ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტი ქვეყ­ნის სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო მი­ი­ღებს. Ad Black Sea 2019-ის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­რეკ­ლა­მო პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა და ამას­თან, მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კრე­ა­ტი­უ­ლი ინ­დუსტრი­ის ამო­მა­ვალ და საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბაა.


3 დღი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო ფეს­ტი­ვა­ლი Ad Black Sea 2019 გალა და­ჯილ­დო­ე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მო­მა­ვალ წლამ­დე და­ემ­შვი­დო­ბე­ბა.


ფეს­ტი­ვა­ლი Check-in Georgia-ს ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა, თუმ­ცა მას ტრა­დი­ცი­უ­ლად, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ყავს: თი­ბი­სი ბან­კი, ბი­ლა­ი­ნი, ლუდი „ქარ­ვა“, ბორ­ჯო­მი, ბა­კუ­რი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა, არეა.ჯი, თი­ბი­სი და­ზღვე­ვა, ვა­კის სო­სი­სე­ბი, GD ალკო, თე­ლი­ა­ნი ველი, სმარტ ფო­ტოს, და სხვა.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0