x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადგილობრივი ამერიკელები 30%-ით კავკასიელი და ანატოლიელი კავკასოიდების შთამომავლები არიან

ადგილობრივი ამერიკელების 30% კავკასიელი და ანატოლიელი კავკასოიდების შთამომავალია


ამერიკული რასის, იგივე ე.წ. "ინდიელების" მთელი პოპულაციის დაახლოებით 30%-ს დასავლეთ ევრაზიული გენომი აღმოაჩნდა. ეს ყველაფერი 2013 წლის გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო და ამის შესახებ მსოფლიოს ამცნო "National Geographic"-მა სტატიით "დიდი სიურპრიზი ადგილობრივი ამერიკელები წარმოშობით დასავლეთ ევრაზიელები არიან" ("Great Surprise" - Native Americans have Western Eurasian Origins"). გენეტიკოსებმა გაშიფრეს 24, 000 წლის წინანდელი ციმბირელი მოსახლეობის გენომი, ასევე 17, 000 წლის წინანდელი ციმბირელების გენომი. შეადარეს მონაცემები უკვე მრავალგზის გამოკვლეულ სამხრეთ ამერიკულ მუმიებს, დღევანდელ ინდიელთა შემორჩენილ საკმაოდ მრავალრიცხოვან მოსახლეობას, რომელთა რაოდენობა ორივე ამერიკაში 60 მილიონს აღწევს და დაასკვნეს, რომ ამერიკული რასის წარმომადგენლები ჩამოაყალიბეს არა მხოლოდ მონღოლოიდური რასის ადამიანებმა, როგორც აქამდე არასწორად მიაჩნდათ, არამედ სწორედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც კავკასოიდები იყვნენ, ცხოვრობდნენ ანატოლიის, კავკასიის, სირია-ერაყის ტერიტორიებზე და რომლებმაც შემდგომში ჩამოაყალიბეს არა მხოლოდ დღევანდელი კავკასიელი ერები, არამედ ძველი, ინდო-ევროპელებამდელი "იბერო-კავკასიური ევროპა". შუა აზიური, მონღოლოიდური გენომი ინდიელების 70%-მდე მოსახლეობას ჰქონდა და აქვს, ხოლო 30%-მდე სწორედ დასავლეთ ევრაზიელების ანუ იბერო-კავკასიური მოდგმისანი არიან. ისინი უძველეს პერიოდშივე, დაახლოებით 24, 000 წლის წინანდელი პეროდიდანვე შეერივნენ ერთმანეთს ჯერ კიდევ ციმბირის ტერიტორიებზე და დაახლოებით ძვ.წ. 18, 000-დან ძვ.წ. 14, 500 წლის წინ ბერინგის სრუტის გადაკვეთის შემდეგ, სათავე დაუდეს და ჩამოაყალიბეს თავისუფლებისმოყვარე და ამაყი დიდი ამერიკული რასა.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
919
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0