x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსეთის ქალაქ ტვერს თვითმფრინავიდან 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადაასხეს ლოთობისა და უსაქმურობის აღმოსაფხვრელად

image სამყაროში ყველაფერი წესრიგში, რომ არა ცხადზე ცხადია, მაგრამ ის რაც მოხდა რუსეთში სატირალი, რომ არ იყოს სასაცილოა.
"ტვერში სასულიერო პირებმა თვითმფრინავიდან ქალაქ ტვერს 70 ლიტრი წმინდა წყალი გადაასხეს თვითმფრინავიდან, რათა ქალაქის მოსახლეობა ლოთობისა და უსაქმურობისაგან განეკურნათ"-იუწყება "tvernews".
ტვერისა და კაშინსკის მიტროპოლიტმა სავამ და მღვდელმა ალექსანდრემ, თვითმფრინავით გადაიფრინეს ქალაქის თავზე, მათთან და პილოტებთან ერთად თვითმფრინავის სალონში იმყოფებოდა წყვილი ტვერიდან და მოთავსებული იყო 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი.
რუსეთში ლოთების დეფიციტი ნამდვილად არაა, სწორედ ამ მიზეზით შემოიღეს დღე, როცა რუსეთის მოქალაქეებმა არ უნდა დალიონ, ანტი ლოთობის კამპანიის ფარგლებში მოხდა ქალაქ ტვერის ნაკურთხი წყლით "განბანვაც".
თვითმფრინავში სასულიერო პირებს თან ჰქონდათ ხატები და ახლდათ წყვილი, რომელთაგან თითქოს ერთერთი ხატმა განკურნა ლოთობისაგან, საუბარია ქმარზე.
"ნებისმიერი დაავადება-ვირუსისგან ჩნდება, ვირუსი კი-ეშმაკისგანაა. აქედან გამომდინარე თითოეული დაავადება-პირველ რიგში სულიერი დაავადებაა"-განმარტა მამაო ალექსანდრემ.
"სპეციალურად" ნაკურთხ წყალს ასხამდნენ ფიალიდან ქალაქის თავზე, ხოლო ამ დროს მიტროპოლიტი კითხულობდა ლოცვებს, რათა "დაეცვა" ქალაქი ისეთი უბედურებებისაგან, როგორიცაა-ლოთობა, უსაქმურობა და ავარიები.
"რა არის სასაცილო? ჩვენ გვინდა ადამიანების განკურნება, ჩვენ პროპაგანდას ვუწევთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას და ბოიკოტს ვუცხადებთ ლოთობას და მისით გამოწვეულ უსაქმურობას"-განუცხადა მამაო ალექსანდრემ იმ ჟურნალისტებს, ვინც სკეპტიკურად უყურებდა მათ ნამოქმედარს.
არ ვიცი ნაკურთხი წყალი რამდენად უშველის ქალაქ ტვერის მოსახლეობას, რომელიც რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით მოწინავე ადგილზეა რუსეთის ქალაქებს შორის ლოთობით და ნარკოტიკების მოხმარების რაოდენობით.


0
150
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150