x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ერთ ალბომად აკინძული მოგონებები - ფოტოწიგნი, ახალი ტრენდი მსოფლიოში
image

ვერ ნა­ხავთ თით­ქმის ვერ­ცერთ ოჯახს, ბავ­შვის სკო­ლის ან ბა­ღის პირ­ველ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას რომ არ ანი­ჭებ­დეს. ამ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე კი ჩარ­ჩო­ში აუ­ცი­ლებ­ლად ხვდე­ბა, თუმ­ცა დღეს, ციფ­რულ ხა­ნა­ში რა ბედი ეწე­ვა და­ნარ­ჩენ ფო­ტო­სუ­რა­თებს?


ციფ­რულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ათა­სო­ბით ფოტო გვაქვს დაგ­რო­ვი­ლი, რო­მელ­თაც არას­დროს ვათ­ვა­ლი­ე­რებთ, ტე­ლე­ფო­ნის ან კომ­პი­უ­ტე­რის მეხ­სი­ე­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად კი მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბიც კი წაგ­ვიშ­ლია.


ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად კარ­გად გვე­მახ­სოვ­რე­ბო­და სკო­ლის ან ბა­ღის პირ­ვე­ლი დღე, რომ არა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი. იგი­ვე ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა დღე­საც. ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის აკინძვა არა ერთ ალ­ბო­მად, არა­მედ ერთ ფო­ტო­წიგ­ნად და­ი­წყეს.



ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ამ“ 2017 წელს შე­მო­ი­ტა­ნა. მას შემ­დეგ ეს მსოფ­ლიო ტრენ­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ვი­თარ­დე­ბა და მას­ზე მო­თხოვ­ნა სულ უფრო და უფრო მზარ­დია.


image

რას გუ­ლის­ხმობს ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცია და რო­გორ შევ­ქმნათ ის, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ას“ ბრენდ მე­ნე­ჯერს ანა გო­ლე­თი­ანს ვე­სა­უბ­რეთ:


“ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­განს მო­ე­პო­ვე­ბა სახ­ლში ძვე­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევრ ფო­ტოს და ამ ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ებს ინა­ხავს. თუმ­ცა, ციფ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ისი­ნი. სა­მა­გი­ე­როდ უამ­რა­ვი ფოტო დაგ­ვიგ­როვ­და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში, რომ­ლებ­საც თით­ქმის არა­სო­დეს ვბეჭ­დავთ...


image

აქე­დან წა­მო­ვი­და იდე­აც, რომ შეგ­ვექ­მნა ფო­ტო­ალ­ბო­მის თა­ნა­მედ­რო­ვე შთა­მო­მა­ვა­ლი -ფო­ტო­წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ციფ­რულ სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ერ­გე­ბო­და. შე­დე­გად, შევ­ქმე­ნით ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა photobooks.ge, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ნა­ხულ ფო­ტო­ებს ახალ სი­ცო­ცხლეს მი­ვა­ნი­ჭებ­დით, დავ­ბეჭ­დავ­დით და ერ­თი­ან მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნად ვაქ­ცევ­დით.


ეს პრო­ცე­სი 2017 წლი­დან და­ვი­წყეთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­დუქ­ტი ჯერ ისევ ახა­ლია, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა მას­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. იდე­აც, რომ საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბე­ბი და­ვი­წყე­ბას არ მი­ე­ცეს, სა­თა­ნა­დოდ აი­ტა­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“.


უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა გან­სხვა­ვე­ბაა ფო­ტო­წიგნ­სა და ალ­ბომს შო­რის?


ფო­ტო­წიგ­ნის იდეა იგი­ვეა, რაც ფო­ტო­ალ­ბო­მის - შე­ი­ნა­ხო ფო­ტო­ებ­ში ასა­ხუ­ლი ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბი (ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია შენ­თვის: ბავ­შვის და­ბა­დე­ბა, ბა­ღის თუ სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე და ა.შ.) თუმ­ცა, ფო­ტო­ალ­ბო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფო­ტო­წიგ­ნი სრუ­ლად და­ბეჭ­დი­ლია, ასე რომ არ არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ფო­ტო­ე­ბი ამო­იყ­რე­ბა ან და­ი­კარ­გე­ბა.

image

რა სა­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია „პრინ­ტა­რე­ას“ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის?


ჩვენს ვებ-გვერ­დზე photobooks.ge სამი ტი­პის ფო­ტო­წიგ­ნი გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი: რბილყდი­ა­ნი, მყარყდი­ა­ნი რბი­ლი შიგ­თავ­სით და მყარყდი­ა­ნი მყა­რი შიგ­თავ­სით. ასე­ვე გვაქვს ზო­მე­ბის არ­ჩე­ვა­ნი და თი­თო­ე­ულ ფო­ტო­წიგნს გან­სა­ზღვრუ­ლი გვერ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აქვს.


დი­ზა­ინს რაც შე­ე­ხე­ბა, სრუ­ლად პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია, რად­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი შაბ­ლო­ნის დახ­მა­რე­ბით, ფო­ტო­წიგნს ვებგ­ვერ­დზე თა­ვად აწყობს. ამას­თან, ის არც ფო­ტო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­შია შე­ზღუ­დუ­ლი, იმგვარ დი­ზა­ინს ქმნის რო­გო­რიც თა­ვად სურს და წარ­მო­უდ­გე­ნია.


ძი­რი­თა­დად, რა ტი­პი­სა და დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნებს უკ­ვე­თა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია სკო­ლის პირ­ველ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ფო­ტო­წიგ­ნად ქცე­ვა?


მყარყდი­ა­ნი ფო­ტო­წიგ­ნე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მო­თხოვ­ნის ძი­რი­თა­დი წი­ლიც მას­ზე მო­დის. ფო­ტო­წიგ­ნის ეს ტიპი ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქორ­წი­ლე­ბის, ნათ­ლო­ბე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის და სხვა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ერ­თად შე­ნახ­ვის იდე­ას.


სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღი­სა თუ სკო­ლის და­წყე­ბა-დამ­თავ­რე­ბის პე­რი­ო­დის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და მათი მინი ალ­ბო­მად ქცე­ვა. ჩვენც, ჩვე­ნი მხრი­დან გვაქვს დიდი სურ­ვი­ლი ეს პრო­ცე­სიც თა­ნა­მედ­რო­ვე გავ­ხა­დოთ და უბ­რა­ლოდ ყდა­ში ჩაკ­რუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი­დან, სრუ­ლად და­ბეჭ­დილ ფო­ტო­წიგნ­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის ეს მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი.

image

რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ფო­ტო­წიგ­ნის და­ბეჭდ­ვამ­დე?


პირ­ველ რიგ­ში მათ, ვინც ფიქ­რობს, რომ ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია, მინ­და ვუ­თხრა - პი­რი­ქით! ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გვერ­დებ­ზე­შე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­გიძ­ლია გა­ნა­თავ­სო ფო­ტო­ე­ბი, ყდაც კი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნა და სრუ­ლად პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი ფო­ტო­წიგ­ნი­მი­ი­ღო.

image


რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი და გამ­ძლეა ფო­ტო­წიგ­ნი?


სა­მი­ვე ტი­პის ფო­ტო­წიგ­ნი და­ცუ­ლია გა­ხუ­ნე­ბის­გან, დაშ­ლის­გან და ფო­ტო­ე­ბის და­კარ­გვის­გან.


რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­მა­ვა­ლი აქვს ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცი­ას?


ფო­ტო­წიგნ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და ვფიქ­რობ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ამას მოწ­მობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა, არა მარ­ტო თბი­ლი­სი­დან, არა­მედ სხვა ქა­ლა­ქე­ბი­და­ნაც. მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მომ­ხმა­რე­ბელს შეგ­ვიკ­ვე­თოს ფო­ტო­წიგ­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან და გან­სა­ზღვრულ დრო­ში, სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე­მი­ი­ღოს.

0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0