x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სასულიერო პირთა მხილება ზვიად გამსახურდიას მიერ
სასულიერო პირთა მხილება ზვიად გამსახურდიას მიერ


გაგაცნობთ ზვიად გამსახურდიას წერილს, რომელიც მან 1993 წელს დაწერა დევნილობაში მყოფმა და სადაც ის საუბრობს იმ სავალალო მდგომარეობაზე, რაც საქართველოს ეკლესიაში იმ დროიდან მოყოლებული სუფევდა და სუფევს:

"ჩვენი ეკლესიის განადგურების ბრწყინვალე მაგალითია ჩემ მიერ მოძღვრის ძიება დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და მისი ვერპოვნა. ჩემი თავდაპირველი მოძღვარი იყო კალისტრატე კათალიკოსი ცინცაძე. მან შთამინერგა და განმიმტკიცა რწმენა. მანვე მომნათლა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, მე საქართველოს ეკლესიაში ნამდვილი მოძღვარი ვეღარ ვიპოვნე. უწინ მე აღსარებას ვაბარებდი ორ მოძღვარს და აღსარებას ვიღებდი პახურ ობოლაძისგან და შიო თურქაძისგან, მაგრამ მათ ჩემს მოძღვრებს ვერ დავარქმევდი. შემდეგ როდესაც მივაღწიე შიოლაშვილის გაპატრიარქებას და კერატიშვილის განკვეთას ვიფიქრე ახლა მაინც ვნახავ-მეთქი ჭეშმარიტ მოძღვრებს საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ, ჰოი საკვირველებავ, შიოლაშვილმა სუკის აგენტი მოძღვრები შემოიკრიბა და რამდენიმე ჭეშმარიტი მოძღვარი ჩამოიცილა. მიტროპოლიტი შიო, მამა გიორგი ოდიშვილი, მამა არჩილი და სხვები. ვერცერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი, ალბათ სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის (დაშინების) შემთხვევები. ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ერთი თვის ვაჟი - ცოტნე 1976 წელს, ისიც თავის ბინაში, სადაც მას ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. სუკის შერისხება შვილებზეც ვრცელდებოდა. სხვა ყველა სამღვდელო პირმა სუკისა და კერატიშვილის შიშით, შვილის მონათვლაზე უარი მითხრა. ამასობაში ეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაძემ თავად შემომთავაზა მოძღვრობა 1980 წელს, მაგრამ ჩვენი ნაცნობობის ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ დავასკვენი, რომ იგი უფრო ბაპტისტი იყო და არა მართლმადიდებელი.


სასულიერო პირთა მხილება ზვიად გამსახურდიას მიერ



პატრიარქი ილია მეორე "სუკ"ის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა, ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან, ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს - რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მივმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას, მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა. როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. მე კი კვლავ უმოძღვროდ ვიყავი. აღსარებას კი სვეტიცხოვლის და მეტეხის მღვდლებთან ვაბარებდი და ზიარებასაც მათგან ვიღებდი. მამა არჩილი კი პატრიარქის მხრიდან მუდმივ შანტაჟს და ტერორიზებას განიცდიდა და ამადაც, არ მსურდა მისთვის დამეკისრებინა მოძღვრის ფუნქცია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერი მამა იოანე, რომელიც იმხანად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ ისიც პატრიარქის საგანგებო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც, მოძღვრად გახდომის შემთხვევაში, მასაც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვაყენებდი. სუკის მიერ ჩვენი ეკლესიის სრულმა და საყოველთაო ოკუპირებამ, მაიძულა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მეძებნა მოძღვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის ეკლესიის მღვდელი მამა გლები (იაკუნინი), დისიდენტი და "სუკ"-ის მიერ დევნილი, რომელმაც მრავალი სამღვდელო პირი ამხილა "სუკ"-თან თანამშრომლობაში. მე მას ვთხოვე ზიარება 1978 წელს, როცა დაღესტანში გადამასახლეს და ასევე 1992 წელს ჩეჩნეთში გაძევებულმა. დღეს ისიც გამირბის, ალბათ სიკვდილის ეშინია "ქრისტიანს". საქართველოს ეკლესია გაანადგურა რუსეთის სუკმა და ეშმაკეულმა შევარდნაძემ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. თავგანწირვაში უნდა მივბაძოთ პირველ ქრისტიანებს."


ზვიად გამსახურდია. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1993 წელი. 25 ივლისი.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
944
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
944
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0