x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზოდიაქოს ნიშნების შეწყობა დაბადების წლის მიხედვით
არსებობს ლეგენდა, რომელიც ჩინური ჰოროსკოპის ცხოველებს უკავშირდება. ითვლება, რომ სწორედ ამ თანმიმდევრობით მივიდნენ ცხოველები ბუდასთან გამოსამშვიდობებლად. მან კი ჯილდოდ ამ ცხოველებს ადამიანების ბედის განკარგვა უბოძა 12 წელიწადში ერთხელ.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, სწორედ დაბადების წელი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს და მომავალს.

imageასევე, დაბადების წელი ახდენს გავლენას სხვა ნიშნებთან შეთავსებაზე. აღმოსავლური კალენდარი არსებითად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი დასავლური ჰოროსკოპიდან, რადგან არ ითვალისწინებს დაბადების თვეს და რიცხვს.


იმის გარკვევაში, თუ რამდენად ეწყობით სხვა ნიშნებს, ეს ცხრილი დაგეხმარებათ. პრინციპი ადვილია, უბრალოდ იპოვეთ თქვენი დაბადების წლის ნიშანი, თქვენი მეორე ნახევრის დაბადების წლის ნიშანი და წაიკითხეთ მათ გადაკვეთაზე არსებული რიცხვის განმარტება:



image

0-ნეიტრალური დამოკიდებულება. ასეთი წყვილები მყარ კავშირს ქმნიან. მათი შეხვედრა კი ადრეულ ასაკშივე ხდება ძირითადად. ასეთი კავშირით საკმაოდ მყარი ოჯახი იქმნება. ამასთან, ადამიანები ნეიტრალური დამოკიდებულებით კარგ მეგობრულ და სამუშაო კავშირებს ქმნიან.


1-პრობლემური კავშირი. ასეთ კავშირში ხშირია უთანხმოება, კამათი და სირთულეები. ურთიერთობა სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს.


2-თანასწორობა. ეს ნიშნები ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან და სწორედ ეს ქმნის აუცილებელ ჰარმონიას. ასეთ კავშირში ადამიანები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს.


image

3-იდეალური შეთანხმება. ამას ჰქვია, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.


4-იძულებითი პარტნიორობა. ნუმეროლოგია არ ურჩევს ამ ადამიანებს ურთიერთობის დაწყებას. არაფერ კარგს არ უნდა ელოდეთ ამ კავშირისგან.

image

5-უსიამოვნო ფინალი. ამ ურთიერთობისგან, როგორც არ უნდა დაიწყოს, არაფერი არ გამოვა. წყვილმა შესაძლოა მერკანტილური მოსაზრებებით დაიწყოს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვათ.


6-უთანასწორო ურთიერთობა. ასეთ კავშირში გამუდმებული აღმაფრენა და დაცემა გელით. ცხოვრება კი სულად არ იქნება ადვილი. თუმცა, ჭეშმარიტი სიყვარულის შემთხვევაში კავშირი შენარჩუნდება.

image

ჩინური ჰოროსკოპი ნიშნების 4 ჯგუფს გამოარჩევს, რომლებიც ერთმანეთს ეწყობიან. შეწყობაში არა მარტო სიყვარული, არამედ მეგობრობა და თანამშრომლობაც იგულისხმება:


1.ვირთხა, დრაკონი, მაიმუნი


ეს ნიშნები იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, რასაც მათ გადაკვეთაზე არსებული 3-იანიც ანუ იდეალური შეთავსება მოწმობს. თავისი ძლიერი ენერგეტიკით ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს, შედეგად კი მყარ და ხანგრძლივ კავშირს ვიღებთ.

image

2.ხარი, გველი, მამალი


ეს ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მათ მშვიდი ხასიათი და თავშეკავება აერთიანებთ. ისინი სტაბილურობას აფასებენ და დრამებს არ დგამენ. სწორედ ამიტომ, თავს კომფორტულად გრძნობენ ერთმანეთთან. საიმედო და მყარ კავშირს ქმნიან, როგორც ქორწინებაში, ისე სამსახურსა და მეგობრობაში.image

3.ვეფხვი, ცხენი, ძაღლი


ეს ნიშნები რთული ხასიათით გამოირჩევიან, თუმცა ერთმანეთს უბრალოდ იზიდავენ. მათი ურთიერთობა კი ჰარმონიულია. ამ ნიშნებიდან თითოეული გამოირჩევა წესრიგით, ერთგულებით და ნამდვილი სიყვარულის პოვნისკენ ისწრაფვიან.

image

4.კურდღელი, თხა, ღორი


ეს ნიშნები რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ამ ადამიანებთან კომფორტულად და კარგად გრძნობთ თავს. უბედურება ისაა, რომ ხშირად ხდებიან სხვისი სიხარბის მსხვერპლნი, რადგან მათ გაცემა უყვართ და არა აღება. ამის გამო მათ ხშირად იყენებენ ანგარებიანი მიზნებისთვის. თუმცა, ერთმანეთთან კავშირში მათ შეუძლიათ დრამებს თავი დააღწიონ და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

image

0
1908
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0