საზოგადოება ასტრობიოლოგის ძალიან საინტერესო ფოტოები: რა მოუვა საკვებს თუკი მას ანტარქტიდაზე მოვამზადებთ?! 2019, 17 სექტემბერი, 15:40
Cyprien Verseux პროფესიით გლაციოლოგი და ასტრობიოლოგია. იგი 13 ადამიანთან ერთად ცხოვრობს ანტარქტიდაზე. მაშინ როდესაც Cyprien პროფესიული მოვალეობის შესრულებით დაკავებული არ არის, ცდილობს თავისი ინსტაგრამის გამომწერები გაანებივროს ანტარქტიდაზე გადაღებული საინტერესო სურათებით.
მისი მიზანია ხალხს გააცნოს ანტარქტიდა და აჩვენოს, თუ რამდენად განსხვავდება დედამიზის ეს ნაწილი სხვა დანარჩენი ნაწილებისგან.
ანტარქტიდაზე ზამთარში ტემპერატურა –80 გრადუსამდეც კი ეცემა და მზე მხოლოდ აგვისტოში ჩანს. შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ გარეთ საკვების მომზადება შეუძლებელია და ის მზადების პროცესში იყინება. აქ ჟანდგბადის ნაკლებობაც ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ Cyprien-ის მსგავსი მეცნიერების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულიად დედამიწისთვის, ვინაიდან ისინი კლიმატის ცვლილებას ადევნებენ თვალყურს და ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ როდისაა ეს ცვლილება საგანგაშო. 111 1-ს მოსწონს
|