x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ქურდი ხარ შენ კახა კალაძე, ერთ გროშიანი ქურდი! " - ანიტა რაჭველიშვილი კახა კალაძეს

image


ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში მერიის მიერ მაღლივის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესს ეხმაურება და თბილისის მერს, კახა კალაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართვას: "ქურდი ხარ შენ Kakha Kaladze კახა კალაძე ჩვეულებრივი ერთგროშიანი ქურდი! გულს მირევთ!" - დაწერა რაჭველიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ფოტოებს ავრცელებს და განმარტავს, რომ მერია რამდენიმე დაზიანებული ქვის ფილის გამო, ამ უნიკალურ შენობას მოპირკეთების ნაცვლად მთლიანად ლესავს. საზოგადოების ნაწილი თბილისის მერის ამ ქმედებას ვანდალიზმს უწოდებს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩინოვნიკები ამ ფილებს საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებენ.





0
718
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
718