x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
რუსულმა საიტმა ლაშა ტალახაძეს მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი "შტანგისტი" უწოდა

image რუსულმა საიტმა ლაშა ტალახაძე ძალიან თბილად მოიხსენია, რაც არ დაგიმალავთ და ძალიან გამიკვირდა, თან მესიამოვნა როცა რუსმა, ყოფილმა ძალოსანმა ლაშას მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში საუკეთესო "შტანგისტი" უწოდა, მას კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა რამდენიმე პირმა მას დაუსვა შეკითხვა: კი მაგრამ მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში ეს სტატუსი ხომ ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნისო, რაზეც მან უპასუხა: ორ გამოსვლაში მძიმე ათლეტიკაში ისეთი შედეგი მსოფლიოში არავის დაუდია, როგორც ამ ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა დადოო!
მან ასევე განმარტა, რომ ლეონიდ ტარანენკომ აკვრაში 266 კილოგრამი აჩვენა შორეულ 1988 წელს.
ლაშას ყველა შანსი აქვს უახლოეს პერიოდში აწიოს 270 კილოგრამი, მას ასევე აქვს პოტენციალი ორი ცდის ჯამში აწიოს 500 კილოგრამი. მან ასევე დაამატა, რომ ამ ზე ნიჭიერ ქართველ ათლეტს დიდი ხანია თვალყურს ადევნებს და ნახა, რომ ლაშამ ისე აწია 221 კილოგრამი თითქოს "შტანგით" ერთობოდა.
image განსაკუთრებით კი ის მესიამოვნა, რომ რუსმა ადამიანმა თუნდაც ყოფილმა ძალოსანმა ასე კარგად იცოდა ჩვენი თანამემამულის ბიოგრაფიაც.
"ლაშა დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს. ლაშას მამა კობა ტალახაძე თავადაც წარმატებული ძალოსანი იყო.
ლაშამ ძალოსნობაში ვარჯიში დაიწყო 2008 წელს, ლაშა მაშინ 15 წლისაც არ იყო. შეჯიბრებებზე გამოსვლა კი 2010 წლიდან დაიწყო და პირველივე გამოსვლებზე საოცარი შედეგიც დადო.
94 კილოგრამამდე კატეგორიაში მან ატაცში 158 კგ და აკვრაში 187 კგ აჩვენა. თქვენ წარმოდგენილი თუ გაქვთ, 16 წლის ასაკში ეს რამხელა წარმატებაა?
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, უკვე მომდევნო წელს მან გააუმჯობესა პირადი რეკორდი და ის განისაზღვრა 402 კილოგრამით.
ხოლო მომდევნო წელს მან უკვე 412 კილოგრამი ასწია.
2013 წელს ლაშამ ვერ გაიარა დოპინგ ტესტი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, რის გამოც მას 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
სხვა მის ადგილზე ხელს ჩაიქნევდა, მაგრამ ამ ახალგაზრდა ძალოსანმა ძალის დემონსტრირებასთან ერთად სულის სიმტკიცე გამოიჩინა და სპორტში დაბრუნება წარმატებით აღნიშნა 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, ალექსი ლობჩევის მოხსნის შემდეგ უკონკურენტოდ დარჩა.
ლაშა იმ სიმაღლემდე ავიდა, რომ მისი დაწევა მოკვდავისათვის უკვე შეუძლებელია.
არ ვიცი თავად ლაშას ტაქტიკაა ეს თუ მისი მწვრთვნელის, მაგრამ ლაშა არ ცდილობს ერთბაშად შეეჭიდოს წარმოუდგელად დიდ რეკორდს, ის გეგმაზომიერად, გამარჯვებებით ნელნელა აუმჯობესებს თავისივე რეკორდებს.
image ის უკვე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და გეგმაში აქვს ეს წარმატება კიდევ ორჯერ გაიმეოროს. ასევე მის გეგმებშია ჩემი მონაცემებით ატაცში აწიოს 230 კილოგრამი და მე ვფიქრობ მას გააჩნია ამის პოტენციალი და რესურსი.
ბოლო ტურნირში ორი გამოსვლის ჯამში მან ასწია 478 კილოგრამი და გაიმარჯვა, მან მხოლოდ ორი გამოსვლა გამოიყენა.
ამ ახალგაზრდას გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი, ახალი რეკორდების დასამყარებლად".

0
886
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
886