სიახლეები Facebook-ის აქციები 14% დაეცა 2012, 29 ივლისი, 17:58 27 ივლის აქციებით ვაჭრობის პირველ წუთებშივე Facebook-ის აქციები 14% დაეცა და ახალი ისტორიული მინიმუმი 23 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მაისში ერთი ფასიანი ქაღალდი 38 დოლარად იყიდებოდა. ფასების კლების საფუძველს კომპანიის მიერ 2012 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენდა. წინა წელთან შედარებით მისი შემოსავალი გაიზარდა 32%-ით და მიაღწია 1, 18 მილიარდ დოლარს, თუმცა ამავე დროს კომპანიის წმინდა ზარალმა შეადგინა 157 მილიონი დოლარი. ძირითადად ზარალი უკავშირდება კომპანიის IPO-ს და თანამშრომლებისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას. ციფრი 32% მეტყველებს, რომ შემოსავლების ზრდის ტემპი კომპანიაში თანდათან ეცემა. 2008-2009 წლებში ის 100% შეადგენდა ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში 44%-ს. კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი კლება უკვე მეორე სესიაა რაც გრძელდება. წინა დღეს Nasdaq-ზე ვაჭრობა სოციალური ქსელის აქციების კოტირების 6% შემცირებით დაიწყო ხოლო ამ მაჩვენებელმა დღის ბოლოს 8%-ს მიაღწია. ინვესტორებმა აქციების გაყიდვა არა მარტო ფინანსური ანგარიშგების გამო დაიწყეს, არამედ ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა თამაშების შემქმნელის Facebook Zynga-ს განაცხადი მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ. მაისიდან კომპანიის აქციები თითქმის 40%-ით გაიაფდა. 47 3-ს მოსწონს
|