x
ეგოიზმი და ალტრუიზმი
image

2010 წელს, ჰაიტში მომხდარი მიწისძვრის გამო, შონ პენმა გადადო თავისი სამსახიობო კარიერა და ჩაფრინდა ჰაიტში, რათა გაძღოლოდა ბანაკს, რომელიც დაზარალებულებს უზრუნველყოფდა ჰუმანიტარული დახმარებით. 2000 წელს, ბილ გეიტსმა და მისმა მეუღლე მელინდამ დააარსეს the Bill & Melinda Gates ფონდი, რათა მხარი დაეჭირათ საყოველთაო ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი განვითარებისთვის. 2008 წელს მათ გადარიცხეს 28 ბილიონი $ ქველმოქმედებისთვის. 2010 წლეს, ფარონ ჰოლი, უსახლკარო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა კანადაში, მანიტობაში, კინაღამ გარდაიცვალა, როცა სრულიად უცნობი ახალგაზრდის გადასარჩენად ჩახტა გაყინულ მდინარეში. (ორივე გადარჩა). ეს მაგალითები, სხვა ურიცხვ შემთხვევებთან ერთად, წარმოადგენს ადამიანური სულრგძელობის ღირსეულ პორტრეტს. ადამიანებს შეუძლიათ ჩაიდინონ სიკეთე, გმირობა და ქველმოქმედება.

მაგრამ ერთი შეხედვით ამგვარი არაეგოისტური ქმედებები ნამდვილი ასახავს თუ არა ჭეშმარიტ ალტრუიზმს, ჯერ კიდევ საკამათო საკითხია. ადამიანები ნამდვილად უანგაროდ მოქმედებენ სხვისი კეთილდღეობისთვის, თუ ის ქმედებები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში განახორციელეს, ეგოისტური მოტივებით არის მართული?

როდესაც მკვლევრები ღრმა ფილოსოფიურ საკითხებს უღრმავდებიან


ნამდვილი ალტრუიზმი არსებობს თუ არა, აღნიშნული საკითხი დიდი ხნის განმავლობაში, საუკუნეების მანძილზე იპყრობდა ფილოსოფიის ყურადღებას. ეს კითხვა ეხება ადამიანურობის მნიშვნელობას და იმდენად სიღრმისეულ თემას წარმოადგენს, რომ შეიძინა თითქმის მითიური ელფერი. ჩვეულებრივ, ამგვარ საკითხებს არ შეისწავლის მეცნიერება, რადგან მიჩნეულია, რომ გრანდიოზულობის გამო ასეთი კითხვებისთვის პასუხის გაცემა შეუძლებელი ჩანს. მაგრამ ხანდახან საზღვარი მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის ბუნდოვანდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა შეუპოვარი მკვლევარი ცდილობს, გამოიკვლიოს ამგვარი ფართო საკითხები, რომლებიც შეეხება ადამიანური ბუნების ცენტრალურ ასპექტებს. ნამდვილი ალტრუიზმი არის ერთ-ერთი ამგვარი უმნიშვნელოვანესი საკითხი, და ბობ ჩალდინი იმ შეუპოვარ მკვლევარს წარმოადგენს, რომელიც არ უშინდება საკვლევი თემის სიღმეებსა და სირთულეებს.

ნამდვილი ალტრუიზმის არსებობის შესახებ პასუხების მოპოვების მცდელობაში ჩალდინმა შთააგონა სურვილი სხვა მკვლევრებს, დაესვათ კითხვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდნენ ცენტრალურ საკითხებს ადამიანის სოციალური ცხოვრების შესახებ. ჩალდინმა შეძლო პასუხი გაეცა ძირითადი ადამიანური ბუნების შესახებ არსებული შეკითხვებისთვის. პრეზენტაციის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ იმ მეცნიერულ საკვლევ მეთოდებზე, რომელიც გვეხმარება პასუხი გავცეთ ადამიანური ბუნების შესახებ არსებულ ძირითად კითხვებს.. წინა კვლევების განხილვის შემდეგ, რაც წმინდა ალტრუიზმის საკამათოობას უკავშირდება, წარმოვადგენთ უფრო გვიანდელ კვლევებს, რომლებიც გვეხმარებიან გავიგოთ მოტივები, რომლის მიხედვითაც ადამიანები ეხმარებიან სხვებს.

ამბავი ჩალდინზე, ეგოიზმსა და ალტრუიზმზე

სტეფანი ბრაუნი და ჯონ მანერი აღნიშნავენ, რომ სტუდენტობის წლებში გატაცებულნი იყვნენ ადამიანური ბუნების შესახებ არსებული კითხვებით, თუმცა ხვდებოდნენ, რომ გატაცება ალტრუიზმით, თავისუფალი ნებითა და ცხოვრების საზრისით, აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ ზუსტი ექსპერიმენტებით. (რაც შემდგომ მიიყვანდა ემპირიულ ჟურნალებში პუბლიკაციებამდე).

როგორც კი დაიწყეს ბრაუნმა და მანერმა თავიანთი პროექტი, საკუთარი თავი აღმოაჩინეს სოციალური ფსიქოლოგიის საკამათო საკითხების ირგვლივ. ერთ-ერთი იყო ნამდვილი ალტრუიზმის არსებობა. ერთის მხრივ, რობერტ ჩალდინი, “სოციალური გავლენების" მსოფლიოში ცნობადი ავტორი, წარმოადგენდა იდეას, რომ ნამდვილი ალტრუიზმი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ილუზია- ერთი შეხედვით უანგარო ქმედება შეიძლება საკუთარ თავზე ცენტრირებული მოტივებით იყოს მართული. ჩალდინის თანახმად, ყველა პროსოციალური სახის ქმედება გამოწვეულია ადამიანის ეგოისტური მოტივაციით, როგორიცაა მაგალითად დანაშაულის გრძნობის არიდება ან ხასიათის გაუმჯობესება. მეორეს მხრივ, პროფესორი დანიელ ბეტსონი, კანზასის უნივერსტეტიდან, ემპათია-ალტრუიზმის ჰიპოთეზის დამცველი, გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ალტრუიზმი ნამდვილად არსებობს და ფართოდაა დამახასიათებელი ადამიანის პროსოციალური ქმედებებისთვის. აღნიშნული დავა განსაკუთრებული გამოწვევა იყო ორი ბიჰევიორისტული მეცნიერების წარმომადგენლისთვის.

ბეტსონის მიხედვით, ალტრუიზმი არსებობს იმდენად, რამდენადაც პროსოციალური მოქმედებები არიან მოტივირებული აბსოლუტურად არაეგოისტური სურვილით, დაეხმარო სხვა ადამიანს. ბეტსონი ამტკიცებდა, რომ ნამდვილად უანგარო აქტები შეიძლება გამოიწვიოს სხვა ადამიანის მიმართ არსებულმა ემპათიამ. იმ დროს, როცა ვხედავთ პატარა ბავშვის ტკივილს ან დისტრესს, შეუძლია გამოიწვიოს თანაგანცდის და სიმპათიის გრძნობა, რასაც მივყავართ დამკვირვებლის დახმარების სურვილამდე ყოვლად არა ეგოისტური მიზეზებით, იმის გამო, რომ ნამდვილად სურს პიროვნებას დაეხმაროს ბავშვს და დაასრულოს მისი ტანჯვა. მრავალი ემპირიული კვლევის მიხედვით, ბეტსონი ამყარებდა მოსაზრებას ემპათია-ალტრუიზმის ჰიპოთეზის შესახებ, როცა გამოყოფდა ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან ემპათიას (გაზიარებული ჯგუფის წევრობა, პიროვნული მსგავსება, პერსპექტივების შედარება) და ზრდიან ალბათობას იმისა, რომ ადამიანი დახმარებას გაუწევს მეორეს, რომელსაც ჭირდება შველა. კონკრეტულ კვლევაში მონაწილეები წარმოიდგენდნენ დისტრესის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გრძნობებს, რაც დრამატულად ზრდიდა მათი მხრიდან რეალურად დახმარების მზაობასაც.

ჩალდინი, მეორეს მხრივ, თვლიდა, რომ ერთი შეხედვით უანგარო ქმედებები შეიძლება მართული ყოფილიყო ადამიანის ეგოისტური ფაქტორებით. ჩალდინი წმინდა ალტრუიზმის საპირისპიროდ მიიჩნევდა, რომ გასაჭირში მყოფი ადამიანის ხილვა იწვევს ავერსიული გრძნობების ვარიაციებს პოტენციურ დამხმარეში, რაც შეიძლება იყოს სევდა, დანაშაულის განცდა, პიროვნული დისტრესი. მკაცრი ექსპერიმენტული მეთოდების დახმარებით, ჩალდინმა აჩვენა, რომ ხანდახან მამოტივირებელი არის სურვილი, რომ შეამცირო ნეგატიური გრძნობები, ვიდრე მოთხოვნილება, რომ სარგებელი მოუტანო მეორე ადამიანს. ერთ ჭკვიანურ ექსპერიმენტში, ჩალდინმა კვლევის მონაწილეებს მისცა წამალი (პლაცებო), რომელიც “გაყინავდა" მათ გუნება-განწყობილებას მოცემულ მდგომარეობაში. ამ პირობაში, ადამიანები ნაკლებად იყვნენ მიდრეკილები დახმარება გაეწიათ გასაჭირში მყოფისთვის, როცა მიაჩნდათ, რომ სიკეთის აქტი ვერ გააუმჯობესებდა მათ გუნება-განწყობილებას. ამ თვალსაზრისით, როცა ადამიანები ეხმარებიან სხვებს, ამით ეხმარებიან საკუთარ თავს და ეს აქტი ნამდვილად არაა უანგარო.

ბეტსონმა გაითვალისწინა ეს, მიუხედავად იმისა, რომ პროსოციალური ქცევის შედეგი არის გაუმჯობესებული გუნება-განწყობილება ან დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, ეს ქმედება ალტრუისტულია თუ კი ის არის მოტივირებული სხვების დახმარების სურვილით. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის სარგებელი არის ჯილდო შედეგად, ის აუცილებელი პირობა არაა სხვების დახმარების ქცევისთვის. გარდა ამისა, ორივე ბანაკი აღიარებდა, რომ გადამწყვეტი მნშვნელობა ჰქონდა არა ნამდვილი ალტრუისტული ქცევის არსებობას, არამედ მის მამოტივირებელს, მის წინაპირობას, და არა შედეგს. ამ ორ მოსაზრებას შორის განსხვავება იყო მოტივატორების შერჩევაში.

ბრაუნის და მანერის მცირე წვლილი აღნიშნულ დებატებში წარმოადგენდა კონსტრუქტს “oneness" - რაც აღნიშნავს იმას, რომ საკუთარი სელფის, საკუთარი თავის განცდა შეიძლება მოიცავდეს სხვა ადამიანებს. ალტრუისტული მოტივაციის წინაპირობა არის საკუთარი თავი და სხვები, რომლებიც აღქმულნი არიან დამოუკიდებელ ერთეულებად. ჩალდინი მიიიჩნევდა, რომ სხვებისთვის დახმარების გაწევა, რომელთანაც ვგრძნობთ ერთიანობას, სრულებით არ არის უანგარო, რადგან ამ შემთხვევაში იგივეა, რაც დავეხმაროთ საკუთარ თავს. სხვებთან ერთიანობის განცდა არ მოქმედებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე (e.g., Aron, Aron, & Smollan, 1992 ; Aron Aron, Tudor, & Nelson, 1991), არამედ გააჩნია ნამდვილი გენეტიკური მნიშვნელობა. ჩვენი გენები განლაგებულია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენი ნათესავების კანქვეშ (მშობლები, სიბლინგები). მეტიც, oneness-ის მნიშვნელობა ეხმიანება ჰემილტონის ჩართულ მორგებას inclusive fitness ეხმიანება, რაც ხსნის, თუ რატომ არის ნათესავის დახმარება გენეტიკურად თვითდამაჯილდოებელი. ფსიქოლოგიური და გენეტიკური პირობების გათვალისწინებით, არსებობს ვითარება, რომლის ფარგლებშიც საკუთარი თავის სრული გამოცალკევება შეუძლებელია სხვებისგან, რაც ართულებს და არარეალურსაც ხსიდ იმას, რომ განვასხვავოთ ალტრუიზმი ეგოისტური მოტივებისგან.

ჩალდინი ისევ იყენებდა ზუსტ ექსპერიმენტულ მეთოდებს, რომ ეჩვენებინა იმ ადამიანთან დაკავშირების, მისი საკუთარ რეპრეზენტაციაში თავის ნაწილად აღქმის ტენდენცია, რომლის მიმართაც სხვები ახორციელებდნენ ალტრუისტული ქცევას. ის იყენებდა მეთოდებს, პერსპექტივის-აღების, პიროვნული მსგავსების სავარჯიშოებს, რაც ეხმარებოდა გაეზარდა ემპათია გასაჭირში მყოფი ადამიანის მიმართ და აჩვენებდა, რომ ეს მეთოდები მედიატორის როლს ასრულებდნენ სხვების დახმარების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ oneness ანუ ერთიანობის განცდა სტატისტიკურად კონტროლდებოდა, მას უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკავა დახმარების ქცევის განხორციელებაში, ვიდრე ემპათიას. ამგვარი მიგნებები წარმოადგენდნენ საფუძველს იმ დებატებისა, რომელიც უკავშირდებოდა ალტრუისტული ქცევის ეგოისტურ მოტივებს.

ექსპერიმენტული მეთოდების გამო მოგვეცა საშუალება, რომ გადაგვეჭრა ბეტსონი-ჩალდინის დებატები იმაზე ფოკუსირებით, თუ რა დანახარჯის დონესთან ასოცირდებოდა სხვების დახმარება. ჩვენ წარმოვადგინეთ მოსაზრება, რომ ემპათიამ შეიძლება გამოიწვიოს დახმარების აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დახმარება მსხვერპლის გაღებასთან არ ასოცირდებოდა. ამას უწოდეს ზედაპირული, ზერელე დახმარება. ჩვენმა მიგნებებმა დაადასტურეს ბეტსონის ადრინდელი ნაშრომები, რომლის თანახმადაც ემპათიას არ აქვს პრედიქტორული ღირებულება, თუ ის დაკავშირებულია პირად დანაკარგთან. დანახარჯთან დაკავშირებული საკითხი აღმოჩნდა კრიტიკული, იმიტომ რომ მან გამოიწვია მნიშვნელოვანი კითხვები ნამდვილი ალტრუიზმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუ კი ის ქრებოდა პიროვნულ დანაკარგთან ერთად. როგორც ბეტსონი და მისი კოლეგები ახასიათებდნენ პრობლემას, ემპათიაზე დაფუძნებული ალტრუიზმი შეიძლება იყოს ფაქიზი ყვავილი, რომელიც მარტივად გადაითელება “self-concern"-ის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ემპათია-ალტრუიზმის კვლევის მნიშვნელობა იგნორირებული გახდა სხვა დისციპლინების მკვლევრების მიერ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ემპათია იყო მაღალი დანახარჯის მქონე დახმარების განმახორციელებელი, მოტივარტორი. ამ ჰიპოთეზას გააჩნია მნიშვნელოვანი როლი რომელსაც სჭირდება განვითარება, რათა ინტეგრირდეს პროსოციალური ქცევის მოდელში, რომელიც გადამწყვეტ კატეგორიზებას მოახდენს ეგოისტური ვერსუს ალტრუისტული პროსოციალური ქცევების მოტივაციის თვალსაზრისით.

არის თუ არა ზრუნვა ადამიანური ფუნდამენტური მოტივი?

როგორც ჩალდინი აღნიშნავდა, სელფი-სხვების გაერთიანებული კონცეპტი გავლენას ახდენს უშუალო ეგოისუტრ მექანიზმზე, რაც ადამიანებს ამოტივირებს სხვების დასახმარებლად. როგორც ჩალდინის სტუდენტებს, ნასწავლი გვქონდა საკუთარი თეორიული დაშვებებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმის მნიშვნელობა, ამან მიგვიყვანა უფრო ღრმა საკითხებთან, რაც უკავშირდებოდა ერთიანობას და პროსოციალურ ქცევას. მაგალითად, არის თუ არა სწორი იმის მიჩნევა, რომ ერთიანობა არის არაალტრუისტული მოტივატორი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ალტრუისტულ ქცევასთან? რა არის ერთიანობის საფუძვლადმდებარე მიზეზი და რა არის მისი ფუნქცია? და ერთიანობის ამ კითხვებთან დაკავშირებით, გაჩნდა არაერთი მოსაზრება: რატომ აქვს სხვების დახმარებას ამგვარი მნიშვნელობა სელფისთვის? რატომ გვიუმჯობესებს გუნება განწყობილებას და გვაშორებს სტრესს სხვების დახმარება? რატომ გვაქვს დისტრესის განცდა, როდესაც ვუყურებთ სხვების ტკივილს? ევოლუციური პერსპექტივიდან, ერთი მხარე შეიძლება ამბობდეს, რომ ჩვენ განვიცდით დისტრესს, როდესაც ვუყურებთ საკუთარი ოჯახის წევრის ტანჯვას, რადგან მათთან გვაქვს გაზიარებული გენები. ოჯახის წევრის დახმარება იგივდება საკუთარი თავის შველასთან, სულ მცირე, გენეტიკურ დონეზე მაინც. მაგრამ ბევრი აღსანიშნავი პროსოციალური აქტი განხორციელებულია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელიც სრულები არ წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, მაგალითად მეგობრების და მეტიც, სრულებით უცნობების მიმართ. როგორ უნდა დავაკავშიროთ ეს ცოდნა იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებმაც დატოვეს ოჯახები და წავიდნენ ერაყში, აშშ-ს დასაცავად? რატომ უნდა გარისკოს ვინმემ საკუთარი სიცოცხლე, ფარონ ჰოლის მსგავსად, რათა გადაარჩინოს სრულიად უცნობი ადამიანი? არც ნათესაური გადარჩევა და არც რეციპროკული ალტრუიზმი (სხვისგან დახმარების მოლოდინი მომავალში) არ უზრუნველყოფს ახსნას ამგვარი მსხვერპლშეწირვა, რომლის დროსაც ადამიანის დანაკარგი არც ახლო და არც შორ მომავალში არ მიიღებს სარგებელს.

ჩვენ დავიწყეთ ჩალდინის იდეის გადახედვა, რომ ევოლუციურმა ბიოლოგიამ შეიძლება ინფორმაცია მოგვაწოდოს დახმარების ქცევის მოტივაციაზე. ჩალდინის თანახმად, დაკავშირებული ერთიანი იდენტობის განცდა ან ერთიანობა აისახება ფსიქოლოგიურ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც ადამიანი ცნობს ნათესავს და მათ, ვისაც შეუძლია მიგების წესის უზრუნველყოფა. თუ კი ეს არის სინამდვილე, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება შეგვხვდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს იქნებოდა აქტორისთვის ადაპტური. იგულისხმება გაზიარებული გენები ან მოსალოდნელი სარგებელი.

ჯერ კიდევ, ჩვენმა ნაშრომმა აჩვენა რომ ერთიანობის განცდა არის ძლიერი პრედიქოტირ, რომელიც წინასწარმეტყველებს დახმარებას მეგობრების, ნაცნობების და თითქმის უცნობების მიმართ. ამგვარმა მიგნებებმა მიგვიყვანა ჰიპოთეზამდე, რომ ერთიანობის კონცეპტი შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანური ურთიერთობების ფუნდამენტურ ასპექტს- მის მნიშვნელობას სოციალურ კავშირებში და გავლენას ადამიანურ მზრუნველობაზე. ჩვენ გვაინტერესებდა, სხვა ადამიანთან კავშირის განცდის გამოცდილება იქნებოდა თუ არა გადამწყვეტი პიროვნული დანახარჯის მქონე დახმარების გაწევაში.

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0