x
ყურადღების მიქცევა - სოციალური გავლენის ფენომენი
image

ყველას გამოსდის ყურადღების მიქცევა? ერთი მნიშვნელოვანი მესიჯის წყარო, რომელიც უკავშირდება ყურადღების მიქცევის წამრატებას, არის რასა. კვლევაში, რომელიც ჩაატარა ვაითმა და ჰარკინსმა 1994 წელს და ფეთის, ფლემინგის და ვაითის 1999 წელს, აღმოჩნდა, რომ რასა უკავშირდება მესიჯის დამაჯერებლობასთან ერთად, მისი გადამუშავების სიღრმეს რეციპიენტის მიერ. მაგალითად, კავკასიელი მონაწლეები იყვნენ მეტად დეტალურები მესიჯის სიძლიერეებისა და სისუსტეების გადამუშავებისას, როცა ეხებოდა შავკანიანებს, ვიდრე თეთრკანიანებს. ისინი ნაკლებად განიცდიდნენ ამ მესიჯის გავლენას, არ სჯეროდათ, როცა ეს შეეხებოდა შავკანინაბეს. ეს ეფექტი არ გენერალიზდა ყველა რასაზე: აზიური წყაროების მიხედვით, არ ვლინდება დეტალური გადამუშავების ტენდენცია.ამისი მიზეზი ჯერ კიდევ საკამათოა, მაგრამ შეიძლება გამოწვეული იყყოს გადამუშავების პროცესის ორაზროვნების გამო, რადგან თანამედროვე ცრურწმენები ან სტერეოტიპები არ არიან კონგრუენტულები. ამის მიუხედავად, ეს ეფექტი არ გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა რასის წარმომადგენელი ყურადღების მიმქცევს სხვადასხვა შედეგების გამოწვევა შეუძლია.

ექსპერიმენტი, რომელიც შეეხებოდა იმტიირებულ ხმის მიცემას პოლიტიკური კანდიდატისთვის, ვაითმა და ვილიამსმა 1998 წწელს ჩაატარეს. კავკასიელი ცდისპირები კითხულობდნენ საგაზეთო პუბლიკაციას, კანდიდატის შესახებ, რომელიც კენჭს იყრიდა სენატში. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ნახსენები სტატიაში კანდიდატის რასა, შუა ხნის ასაკის შავკანიანი ან თეტთრკანიანი მამაკაცის სურათი კონსტრუირდებოდა საგაზეთო სტატიიდან. სტატიის მიხედვით, კანდიდატი იყო მამა, რომელიც განქორწინებულ ცოლს არ უხდიდა ალიმენტს საკუთარი შვილისთვის.

კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ყურადღების მიპყრობა წარმატებული იყო თეთრკანიანი კანდიდატებისთვის, მაგრამ საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა შავკანიანებზე. როდესაც შავკანიანი იდეაში აცხადებდა საკუთარი თავის შესახებ დამაზიანებელ ინფორმაციას, მას ნაკლებად აძლევდნენ ხმას არჩევნებში, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ამას აკეთებდა ჟურნალისტი. ეს პატერნი აღნიშნავს იმას, რომ ყურადღების მიქცევა ყველა შემთხვევასი არ მოქმედებს და შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეს რიგ შემთხვევებში. გარდა ამისა, არსებობს სხვა ამხსნელი მიზეზებიც. პირველ რიგში, თუ კი მონაწილეები უფრო დეტალურად განიხილვადნენ მესიჯს, ყურადღების მიპყრობა აღარ გამოდიოდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ყურადღების მქიცევა ხდება იმ დროს, როცა ინფორმაცია არ მუშავდება ღრმად და ძალისხმევის ჩართვით. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ყურადღების მიქცევა არ გამოსდით იმ პირებს, რომლებიც უკვე ანტიპათიის ქვეშ არიან მოქცეულები ინფორმაციის მიმღებების მიერ. ამას დამატებით, თუ ყურადღების მიქცევა ხდებოდა იმ ნიშნით, რომელიც შეესაბამებოდა გავრცელებულ სტერეოტიპებს, წარუმატებლად სრულდებოდა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ საკითხზე კვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნას ძიირეული მექანიზმები.


ყურადღების მიპყრობა ყველა რეციპიენტზე მოქმედებს? კვლევამ, რომელიც ფოკუსირდებოდა რეცციპიენტების მახასიათებლებზე, გამოავლინა მნიშვნელოვან ფაქტორებად მათი უნარები და მოტივაცია მესიჯის გადამუშავებისთვის. ონდრუსი და ვილიამსი იკვლევდნენ პოლიტიკურ სფეროში. ისინი იყენებდნენ სამი ტიპის დამაზიანებელ ინფორმაციას, რადიო სიახლეების პრეზენტაციის დროს. როცა უსმენდნენ რადიოს, კვლევის მონაწილეები ასრუელბდნენ მაღალი კოგნიტური ჩართულობის დავალებებს, რათა შეემცირებინათ სიახლეების გადამუშავების უნარი, ან ასრულებდნენ დაბალი კოგნიუტირ ჩართულობის დავალებებს. შედეგებმა აჩვენა, რომ უირადღების მიქცევა უფრო ეფექტური იყო როცა კვლევის მონაწილეები არ იყვნენ კოგნიტურად დაკავებულები. შედეგები ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ყურადღების მიქცევა გავლეას ახდენს პერიფერიულ პროცესებზეც.

მეორე ექსპერიმენტი ფოკუსირდებოდა მესიჯის რეციპიენტების მოტივაციაზე ინფორმაციის გადამუშავებასთან დაკავშირებით. ვაითმა და ვილიამსმა 1998 წელს, გამოიყენეს ყურადღების მიპყრობის სამი პირობა და აკვირდებოდნენ, რომელ გადამუშავების პროცესს იყენებდნენ კვლევის მონაწილეები: ცენტრალურს თუ პერიფერიულს. ამას ავლენდნენ კოგნიციის საჭიროების გაზომვით, (ნფც), პიროვნული ცვლადი, რომელიც აღნიშნავს ინდივიდის ტენდენციას იყოს ჩართული და მოწონდეს აზროვნების პროცესი. მცირე კოგნიტური საჭიროების მქონე ინდივიდები არიან ნაკლებად ყურადღებიღ ჩართულები და ნაკლებად ამუშავებენ ინფორმაციას, ვიდრე მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდები. ვაითმა და ვილიამსმა გამოიყენეს მხოლოდ თეთრკანიანთა რასა მესიჯის მიწოდების განმავლობაში. შედეგებმა აჩვენა, რომ ყურადღების მიქცევა ადვილად ხდებოდა მცირე კოგნიტური ჩართულობის ინდივიდებში, და საწინააღმდეგო ბუმერანგის ეფექტი ჰქონდა მაღალი კოგნიტური ჩართულობის მქონე კვლევის მონაწილეებში. ამის საპირისპიროდ, ონდრუსის და ვილიამსის 1995 წელს ჩატარებული კვლევის მიგნებებში, ვაითმა და ვილიამსმა, კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ყურადღების მიპყრობა უფრო მეტად უკავშირდება პერიფერიულ პროცესებს, იმიტომ რომ უფრო ეფექტურია, როცა ინფორმაციას არ ამუშავებენ ყურადღებით.

როგორ შევამციროთ ყურადღების მიქცევის ეფექტები?

მნიშვნელოვანი იმ გზების ცოდნა, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ყურადღების მიქცევის ეფექტები. დოლნიკმა და ვილიამსმა 2000 წელს ჩატარებულ კვლევაში გამოყვეს ორი შესაძლო პასუხი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადვოკატმა, რომლის ოპონენტიც ყურადღებას იქცევს. პირველი გზაა, რომ უბრალოდ ოპონენტი დააიგნორო მისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გაზიარებისას. ამან შეიძლება მისცეს საშუალება მესიჯი აღმქმელს, რომ ყურადღების მიმქცევმა გააზიარა მისთვის რელევანტური ინფორმაცია და ის ამას სათანადოდ გამოიყენებს. თუ მესიჯის სიმწირეს ( ან მისი უარყოფითი მხარე, მაგალითად ძველი სიახლე ახალი არარის) აქვს სარგებელი, ადვოკატი ამის იგნორირებით არ გახდის დამაზიანებელ ინფორმაციას ხელმისაწვდომს კვლავ მისი გამეორებით. სხვა ხერხი ეფექტის შესამცირებლად არის აღმქმელებზე მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ატიტუდების სამართავად გამოყენებულ იქნა სოციალური ზეგავლენის გარკვეული ტაქტიკა. სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ წინასწარ გაფრთხილებას მოჰყვება წინასწარი თავდაცვა (ფეთი და კაჩიოპო1977. 1979 ), ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ თუ ჩვენ გაგვაფრთხილებენ მოსალოდნელი გავლენის შესახებ, ჩვენ ნაკლებად მოვექცევით ზეგავლენის ქვეშ. თუმცა ნებისმიერი ტიპის გაფრთხილება საკმარისია - გავლენის მოხდენის მცდელობამდეც და მის შემდეგაც.

დოლნიკმა და ვილიამსმა 2000წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ დაამატეს ორი ახალი პირობა ყურადღების მიქცევის პარადიგმას, რომელიც შეესაბამებოდა ზოგად იდეას: ყურადღების მიქცევა და აღარ გამეორება; და ყურადღების მიქცევა და ტაქტიკის გამოვლენა. ეს შედეგები გამეორების მნიშვნელობას ანიჭებენ განსაკუთრებულ ყურადღებას. ნეგატიური ინფორმაციის არ-გამეორების შემთხვევაში ეფექტი იყო უფრო მეტი ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით. ეს ამცირებს ძველი სიახლე არაა სიახლე ჰიპოთეზის დამაჯრებლობას. მონაწილეებისთვის ყურადრების მიქცევა-გამოვლენის ტაქტიკა აღარ იყო ეფექტური. ეს პირობა არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ინფორმაციის მიწოდება სხვების მიერ პირობისგან. გარდა ამისა, ეს კონკრეტული შემთხვევა ექვემდებარება ოპონენტის კონტროლს, გამოავლინოს ტაქტიკა და შეამციროს მისი ეფექტურობა.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0