x
იმედზე დაფუძნებული თერაპია

image

იმედის თეორიაზე დაფუძნებულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა, შეგვემუშავებინა როგორც ინდივიდუალური (Lopez, Floyd, Ulven, & Snyder, 2000; see also Worthington et al., 1997), ასევე ჯგუფური ინტერვენციები (Cheavens, Feldman, Gum, et al., 2006; Klausner et al., 1998; Klausner, Snyder, & Cheavens, 2000). ამასთან დაკავშირებით, ჩარევამდელი თერაპიის პროგრამა, რომელიც იმედის თეორიას ეფუძნებოდა, აღმოჩნდა ძალიან ეფექტური კლიენტებისთვის (Irving et al., 2004). მეტიც, რამდენიმე თვითდახმარების სტილის ტექსტი დაიწერა იმედის თეორიაზე დაყრდნობით მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის, რომ დახმარებოდნენ ბავშვებს (McDermott & Hastings, 2000; McDermott & Snyder, 1999; Snyder, McDermott, Cook, & Rapoff, 1997) და უფროსებს (McDermott & Snyder, 1999).იმედის თეორიის საფუძვლების გამოყენებით, ეს ინტერვენციები რამდენიმე მახასიათებლით ერთიანდებიან. პირველი, მათი მიზანია ფოკუსირება მოხდეს თეორიის ფარგლებში შემუშავებულ სამ ძირითად კომპონენტზე: მიზანზე, გზებსა და აგენტობაზე. ადამიანებს ასწავლიან, დაისახონ კონკრეტული, მიღწევადი მიზნები; მათი მიღწევის მრავალგვარი გზა გათვალონ; გამოიმუშავონ ენერგიული ჩვევები, მათ შორის პოზიტიური თვით-მიმართვა (Lopez et al., 2000). მეორე, იმედზე დაფუძნებული ინტერვენციები არიან კოგნიტურად ფოკუსირებულები და მოიცავენ რამდენიმე კოგნიტურ-ბიჰევიორალურ ტექნიკას, მაგალითად ფსიქო-განათლებას, დიალოგებს, ნარატივებს, ვიზუალიზაციის სავარჯიშოებს(Cheavens, Feldman, Gum, et al., 2006; Curry & Maniar, 2004; Feldman et al., 2014; Feldman & Dreher, 2012). ემოციები, რომლებიც შეიცავენ შფოთვის და დეპრესიის სიმპტომებს, მიჩნეულია, როგროც კოგნიტური გადამუშავების შეცდომები. მესამე, პოზიტიური ფსიქოლოგიის წამყვანი, იმედზე დაფუძნებული ინტერვენციები არის პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული (Lopez et al., 2000). საფუძველი არის ის, რაც სურს კლიენტს, და არა ის, რაც არის არასწორი. მაგალითად, ადამიანებს ასწავლიან, რომ მოახდინონ ვითარების რეკონცეპტუალიზაცია, რათა გამოწვევებს გაუმკლავდნენ. წარსული წარმატების და მომავალი შესაძლებლობების ფოკუსირებით, იმედზე დამყარებული ინტერვენციები ზრდიან მოტივაციას, ესე იგი agency-ზე.

ერთ-ერთი ყველაზე ადრე შემოუშავებული იმედზე დამყარებული ინტერვენცია ჩაუტარეს ნაციონალური ასოციაციის(NCAA) ათლეტ სტუდენტებს (Curry & Maniar, 2003, 2004).კურსის სტრატეგიები მოიცავდა დავალებებს, რომელიც ფოკუსირდებოდა მიზნების დასახვაზე, მცირე-ჯგუფურ აქტივობებზე, დღიურის წერაზე და აქტიური სწავლების დემონსტრაციებზე. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ათლეტი სტუდენტები ინტერვენციების შედეგად ავლენდნენ არა მხოლოდ იმედის გაზრდილ მაჩვენებელს, არამედ მაღალ თვითშეფასებას და სპორტში თავდაჯერებულობასაც. მეტიც, მათი ტრენერის მიერ გაკეთებული შეფასებები მიღწევასთან დაკავშირებით მკვეთრად უმჯობესდებოდა.

იმედზე დამყარებული ინტერვენციების შედეგები არაა შეზღუდული მხოლოდ სტუდენტურ პოპულაციაზე. მაგალითად მიზანზე დაფუძნებული ფსიქოთერაპია ხანდაზმული ასაკის მოზრდილებისთვის აჩვენებდა შფოთვის, დეპრესიის, უიმედობის მნიშვნელოვან შემცირებას და ზრდიდა იმედს და სოციალურ ფუნქციონირებას, წარსულზე დაფუძნებულ თერაპიასთან შედარებით (Klausner et al., 1998). შემთხვევით შერჩეულ კვლევის მონაწილეებში, რომლებიც წარმოადგენდნენ 39 მოზრდილს, რვა- სესიიანი იმედზე დამყარებული ინტერვენციები ზრდიდნენ პასუხისმგებლობსი მდგომარეობას, თავდაჯერებულობას, და ცხოვრების საზრისს (Cheavens, Feldman, Gum, et al., 2006). შერჩევიდან ნახევარს ჰქონდა დიაგნოსტირებულლი მენტალური აშლილობა, და ინტერვენციებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებელი.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0