x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134691
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
ლეო ფეხბურთის სიამაყე!
რა უნდა ითქვას მესიზე? ალბათ ახალი არაფერი, რაც აქამდე არ თქმულა და არ გაგონილა, ის ფეხბურთის ღმერთია თანამედროვე მარადონა.

მართლაც, რატომ გვიჭირს იმის აღიარება, რომ ეს ადამიანი სხვებისგან გამორჩეულია, მხედველობაში მყავს არამარტო მესი არამედ მთელი რიგი გენიოსებისა.

შეიძლება ჩვენ არ ვართ საკმარისად კომპედენტურნი, რომ გავარჩიოთ ვინ არის საუკეთესო და ვინ არა, მაგრამ ლეო, რომ დღეს პირველია ამაზე ორი აზრი არარსებოს.

საფეხბურთო სამყაროს უამრავი გენიოსი ყოლია, ცუდი საქციელი იქნებოდა ის, რომ მათი მიღწევა დაგვეკნინებინა.

24 წლის ფეხბურთელმა შეძლო და ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ეს ვინმეს გაუკეთებია ამ ასაკში? მას სახელი უკვდავყოფილი აქვს ფეხბურთის ისტორიაში ის "უცხოპლანეტელია"!

მესის გოლი "ფეტაფესთან"


ამის შემდეგ დაინერგა იდეა, რომ მესი ახალი მარადონაა.

როგორც ჩევენმა მშობლებმა გვიამბეს პელეს, მარადონას შესახებ, ისე ჩვენ მოვუყვებით ჩვენს შთამომავლებს, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს მისი თამაში და ვიცით, რაც შეუძლია.

ასე, რომ ყველას გირჩევთ უყუროთ მესის თამაშს, ფეხბურთის გულშემატკივრის თვალით და ნუ დაკარგავთ შანსს, შთამომავლობასთან სატრაბახოდ, ასეთები ხომ საუკუნეში ერთხელ იბადებიან.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით ახალკაცი
დავით ახალკაცი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0