x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ია ფარულავა და გადაცემა „ფარული კონვერტი“ რუსთავი 2-ზე დარჩნენ
image


ია ფარულავას საავტორო გადაცემა, რომელიც სკანდალური კითხვებით გამოირჩევა, რუსთავი 2-ის ეთერში დარჩება, ამის შესახებ ინფორმაციას თავად გადაცემის წამყვანი ავრცელებს. მათ სხვა არჩევანი არც ჰქონდათ, რადგან უკვე ცნობილია, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ახალ არხზე ყვითელი ფორმატის გასართობი გადაცემები საერთოდ არ განთავსდება.


„გადაცემა „ფარული კონვერტი" დარჩა „რუსთავი 2“ ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ. განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის (რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა“, - წერს მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ჯავახიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ტოვებს. სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვანო ჯავახიშვილთან ცდილობენ. თუმცა, იუმორისტული შოუს წამყვანმა კომენტარი არ გააკეთა. ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით განცხადებას თავად გაავრცელებს.



„მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას“ - ამბობს ვანო ჯავახიშვილი.


შეგახსენებთ, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი არხის სამომავლო გეგმებზე ფეისბუქ ლაივში საუბრობს. ის აკონკრეტებს, რომ ახალი არხის ეთერში ყვითელი გადაცემები საერთოდ არ იქნება. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, რომ ყვითელ გადაცემებზე მთლიანად უარი თქვას.


„პრინციპში, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ახალ არხზე ყვითელი გადაცემები აღარ იქნება, ძალიან საინტერესო პროგრამირება იქნება, უცხო და განსხვავებული, რაც მანამდე არ ყოფილა. ყვითელ გადაცემებზე უარის თქმის მიზეზი მთლიანად მესმის.


ჩემი გადაცემაც ფორმატს შეიცვლის და იქნება სოციალური თოქ–შოუ თავისი დარბაზით. ძალიან განსხვავებული. რაც მთავარია ჩემი გადაცემა ჩანაწერი აღარ იქნება და ყოველთვის პირდაპირ ეთერში გავა. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პულსზე ხხელი გვედოს და უფრო დავხვეწოთ. ჩანაწერი კარგავს ჩემს ენერგეტიკას და სტუმარს უკარგავს განცდას, რომ ყველაფერი გავა ეთერში, რასაც იტყვის. ამას გარდა დებატებისთვის აუცილებელია ლაივ რეჟიმი.“ - აღნიშნავს ნანუკა ჟორჟორლიანი.


გაჩნდა კითხვები, რას გეგმავს „პროფილის“ გუნდი და მისი წამყვანი მაია ასათიანი. მათ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ მაია ასათიანს ის უკვე ესაუბრა.


„მე მქონდა მაია ასათიანთან საუბარი, არ დაგიმალავთ. მაგრამ კონკრეტულად რას აპირებს, ამის შესახებ უახლოეს დღეებში თავად მაია გააკეთებს განმარტებას და მე არ ვიქნები კომპეტენტური, რომმ სხვვების ნაცვლად ვისაუბრო. დაველოდოთ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერზე და მათ გადაწყვეტილებებზე თავად ისაუბრებენ საჯაროდ, “ - ამბობს ნანუკა.

1
145
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
145
  
2019, 26 აგვისტო, 14:21
გამარჯობა ილია
0 1 1