x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსეთში შესაძლოა სიკვდილით დასჯა აღადგინონ
image

სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ შერინი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან დაეთანხმა იმ აუცილებლობას, რომ მოიხსნას მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე.ამის შესახებ იუწყება Telegram-


"ვფიქრობ, რომ ეს მორატორიუმი რუსეთს თავს მოახვიეს, ყველა ეს ამბები, ფსევდოსაკაცობრიო ღირებულებები, რომელსაც ევროპა პროპაგანდირებს და თავს მოგვახვიეს, კეთდება განზრახ, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდეს, მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე ანგრევს რუსეთის ფედერაციას"-განაცხადა დეპუტატმა, ამასთანავე უარი თქვა ამ საკითხის ინიცირებაზე, დასძინა, რომ "ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია".


შერინის აზრით, სიკვდილით დასჯას იმსახურებს მინიმუმ ისინი, ვინც რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა:"გახსოვთ ქალი, რომელიც შუა აზიიდან ჩამოვიდა და მეძუძურ ბავშვს თავი მოაჭრა?(იგულისხმება ძიძა გულჩეხრე ბობოკულოვა), ის დაჭერისთანავე უნდა დაეხვრიტათ, ვწუხვარ, რომ ძალოვანებიდან ვერავინ გაბედა ეს"-დასძინა დეპუტატმა.



აქამდე სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ისაუბრა კალუგის ოლქის გუბერნატორმაც.ანატოლი არტამონოვმა განცხადა, რომ ისეთი დანაშაული, რა დროსაც 92 წლის დიდი სამამულო ომის მონაწილეს კლავენ(შემთხვევა მალოიაროსლავცში მოხდა) იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს.


რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 1996 წლიდან ამოქმედდა, როდესაც ევროპის საბჭოში გაერთიანდა.


შეგახსენებთ, გასულ თვეს აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ პირველად 16 წლის მანძილზე აღადგინა სიკვდილით დასჯა.




0
292
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0