x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა ელოდება კაცობრიობას,თუ მაგნიტური პოლუსები შეიცვლება?
image
დედამიწის მაგნიტური პოლუსების გარდაუვალი ცვლილების ფაქტს ბევრი მეცნიერი აღიარებს. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატოლოგიის, მეტროლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ პოლუსები გადაადგილდება ეკვატორისკენ.

რუსი მეცნიერის გათვლებს ადასტურებენ მათი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები. ბოლო მონაცემებით ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი 20 წლის განმავლობაში 200 კილომეტრზე გადაადგილდა და ახლა 5-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ერთი წლის წინ.

მაგრამ ზოგი მკვლევარი თვლის, რომ კაცობრიობა შეძლებს ამ ყველაფრთან ადაპტირებას. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორის, ვ.დ დუდიშევის თქმით, შესაძლებელია, რომ ადამიანი ღამით მუშაობდეს და დღის განმავლობაში იძინოს: დღისით, რადიოაქტიური გამოსხივება უფრო ძლიერია.

მეცნიერი არ გამორიცხავს დედამიწაზე გაჩნდეს მიწისქვეშა ქალაქები, ხოლო შემოთავაზებულ გარემოებაში მყოფი ადამიანები იმუშავებენ კოსმოსურ კოსტიუმებში. თუ ეს სცენარი გამართლდა, მაშინ დედამიწა გახდება მკვდარი პლანეტა, რომელიც დაფრინავს უჰაერო სივრცეში.


მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის კლიმატოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, თვლის, რომ მაგნიტური პოლუსების ცვლა დედამიწაზე პირველად არ ხდება, ეს ახალი არ არის.

დედამიწის მაგნიტიზმის, იონოსფერისა და რადიო ტალღების გავრცელების ინსტიტუტის მკვლევარი კი აცხადებს, რომ დედამიწის გრავიტაცია საკმარისია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგნიტური პოლუსი ვერ დაიცავს დედამიწის ატმოსფეროს. მეცნიერი ირწმუნება, რომ დედამიწის ატმოსფეროდან წყალბადის დახარჯვას მილიონობით წელი დასჭირდება.



0
481
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0