x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"ხოდა, რა მინდა რომ გითხრათ, შესანიშნავად გფცქვნიან ეგ თაღლითები და გვარამიას...." - ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილს

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილის მიერ "რუსთავი 2" - ის დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს. ჟურნალისტის თქმით, ჯერ არ გახსნილი "მთავარი არხი"-ს ფეისბუქგვერდს 1 დღეში უკვე 100 000- ზე მეტი გამომწერი ჰყავს, მაშინ როდესაც ივანიშვილის მიერ დაფინანსებული "პოსტ ტვ" -ი 80 000 - ასაც ვერ სცდება. ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, გვარამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნაცვლად, ურჩევს პირველ რიგში, მისი ფულის "ჩარეცხვისთვის" პასუხი შალვა რამიშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს მოკითხოს: "ბატონო ბიძინა, ახლა უყურეთ რაშია საქმე: შვიდი წელი რომ იწვალეთ, როგორღაც რომ რუსთავი2–დან გამოყარეთ, მთელი სპეცოპერაციები ჩაატარეთ, ანტი კამპანიები უტარეთ და ახლა პროკურატურაც მიუსიეთ, იმ ხალხმა არხის გახსნა ხომ გადაწყვიტა. ხოდა, ჯერ არხი არ გაუხსნიათ და ფეისბუქის გვერდი გახსნეს. ახლა შევხედე და ასიათასზე მეტი ხელმომწერი დაუგროვებიათ ერთ დღეში. მერე დამაინტერესა და იმ პოსტვ–ს ფბ გვერდზე შევიხედე, თქვენ რომ აგერ უკვე რამდენი წელია ყოველი თვის ბოლოს ფულს უგზავნით ქეშად (შავ ფულს ბუნებერივია, არც კი ათეთრებთ, ხაზარაძე ხომ არ ხართ რომ ფული ათეთროთ ), ხოდა, ოთხმოციათას ს ჩემტო ლაიქი აქვს იმ თქვენს შალვა რამიშვილს თავის ლაშა ნაცვლიშვილიანად, ამდენი წელი ვითომ ბუსტვიან–რეკლამირებიანად, ძაან ყირაზე დადგომიანად. მილიონობით ლარის დახარჯვიანად. ხოდა, რა მინდა რომ გითხრათ: შესანიშნავად გფცქვნიან ეგ თაღლითები და გვარამიას მაგივრად შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი რომ გეთრიათ პროკურატურაში თქვენი ფულის ჩარეცხვისთვის, ბევრად უფრო ჭკვიან კაცად ჩაგთვლიდით, " - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.





0
738
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
738