x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-ს განკარგულებაშია რუსული ტანკი "ტ90", რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები გულდასმით გაეცნობიან

image "აშშ-ს განკარგულებაშია ძირითადი საბრძოლო ტანკი "ტ90" შედუღებული კოშკურით"!-განაცხადა " Twitter "-ის საკუთარ გვერდზე პოლონური სამხედრო თემატიკის ჟურნალის "Nowa Technika Wojskowa"-ს (ახალი სამხედრო ტექნიკა) ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა დამიან რატკამ.
სამხედრო ექსპერტის თქმით ამერიკელები დიდი ხანი "ნადირობდნენ" რუსულ ძირითად ტანკზე და როგორც იქნა აღნიშნული ტანკი უკვე მათ განკარგულებაშია.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ტანკი ამერიკელებმა დიდი ალბათობით ინდოეთისგან შეიძინეს.
ექსპერტის თქმით ამერიკელების განკარგულებაში მყოფი ტანკი დიდი ალბათობით "Т-90С" გახლავთ.
ინდოეთმა ჯერ კიდევ 1999 წელს დადო კონტრაქტი რუსეთთან "ტ90"-ის მიწოდებასთან დაკავშირებით, საუბარია ტანკის საექსპორტო ვერსიაზე "Т-90С". აღნიშნული ტანკების პირველ პარტიას ჩამოსხმული კოშკურები ჰქონდა, რაც შედუღებული კოშკურებით იქნა ჩანაცვლებული, როგორც რუსეთისათვის ასე ინდოეთისათვის აგებულ ტანკებში.
ინდოეთს ტანკი "Т-90С" ძალიან დიდი რაოდენობით ჰყავს, 2018 წლის ღია ინფორმაციით აღნიშნული ტანკების რაოდებობა ინდოეთში 1000 ერთეულზე მეტია.
ინდოეთის გარდა აღნიშნული ტანკები შეიარაღებაში ჰყავს ალჟირს, ვიეტნამს, ერაყს, სირიას, თურქმენეთს და უგანდას. იგეგმება 2019 წლის ბოლოს ეგვიპტე მიიღებს აღნიშნული ტანკის გარკვეულ რაოდენობას, ასევე ამ ტანკის ყიდვა უნდა ქუვეითს-ამის თაობაზე იუწყებოდა სააგენტო «Синьхуа».

0
842
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
842