x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავსტრალიელმა ფერმერმა შეყვარებულს ხელი "ყველაზე ამაზრზენი" ფორმით სთხოვა

image


ბევრი მამაკაცი, საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნის პროცესს საკმაოდ ორიგინალურად და კრეატიულად უდგება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ ისინი თავიანთ რჩეულს ძალიან გააოცებენ, მათგან უარს არასდროს მიიღებენ და ამ მნიშვნელოვან დღეს სამუდამოდ დაამახსოვრებენ.


image


სწორედ, ასეთი დილემის წინაშე აღმოჩნდა, ერთი რომანტიკული სინგაპურელი ფერმერი, რომელმაც ბევრი ფიქრისა და მკითხაობის შედეგად, მომავალი მეუღლის გასაოცებლად ერთი ფრიად უცნაური მეთოდი მოიფიქრა, კერძოდ მან ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი თავის, ერთ- ერთ ყველაზე საყვარელ პირუტყვს, "საპატიო" ადგილზე დაუმაგრა და საკუთარ რჩეულს ხელი სწორედ, ამ ფორმით სთხოვა.


image

საცოდავი პირუტყვის ფოტო ინტერნეტში კრეატიული სასიძოს თანამემამულე გოგონამ განათავსა, რომელიც მისი ამგვარი საქციელით საშინლად აღშფოთდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უხამსი კომენტარები ახალგაზრდა ფერმერის მიმართ არ დაიშურეს და ყველაფერთან ერთად მას, გემოვნებაც კი დაუწუნეს.




0
339
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
339