x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა კურიოზი შეემთხვა ლალი მოროშკინას კახეთის გზაზე პატრულთან?!...
image


ლალი მოროშკინა კახეთში მომხდარ სახალისო ისტორიაზე წერს


„მორჩა!
დღეს ბოლოა.. ყველაფერი მე მემართება, აი როგორ არ დავწერო...
მოკლედ დილაუთენია, უკვე 37 გრადუსიან სიცხეში???? მივქრივარ კახეთის გზატკეცილზე.


წინ "გაიშნიკურ"-დასიცხულად მიღოღავს პატრული..
ნუ მე, როგორც მართვის წესების დიდოსტატი, სხვათა შორის, ჩემი მართვის მოწმობა და სანდრო ერთი წლოვანებისაა (32 წელი) "პრავა" და ბაღანის "მეტრიკა" ერთდროულად ავიღე, ხოდა მივჩმორაობ მეც 20 კმ. საათით, პატრულის უკან და თან საბჭოეთის "ГАИ"-ზე ნისტალგიას ვიქარვებ... ვინც ჩემი კბილაა კი გეხსომებათ, სისხლის გაშრობამდე მიგიყვანდნენ და ბოლოს ნერვები რომ გიმტყუნებდა, ეგრევე მიგეხატებოდნენ წითელი თუმნიანის მოლოდინში.ხოდა, რაის დრონი მეფობენ?
მოკლედ, როგორც დიდი გამოცდილების მქონე, მივყვები ასე მწყაზარად, თან რომ არ გავაფრინო, "სენიორიტა დონკესიტას" ვღიღინებ და აი ნანატრი წყვეტილი ხაზი გამოჩნდა.



როგორც კი მარცხენა მაჭუტი ჩავრთე და გავასწარი, ეგრევე ამეკიდა და გადამაყენებინა ჩემი "MINI"...
აი აქ იწყება მთავარი...


წითური, პუნტურა პატრული, ცხვირსახოცით კისერში და თავიდან-ბოლომდე ოფლიანი, უმალ ჩემს სარკმელში გაჩნდა.
მე მაქვს ოქროს წესი! არასოდეს არ ვეკამათები პატრულს!!!


უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი რა, ჩემს სწორ მანევრში, მაინც დავინტერესდი რა დავაშავე.


ჩემმა "დედასავით ტკბილმა" და ნაცნობმა სიფათმა ეგრევე გაალღო წითური....
-ხაზი გადაკვეთეთ...
ამოილუღლუღა მან


-არ არსებობს, ვაკონტროლებდი ყველა სანტიმეტრს - ვუპასუხე საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებულმა


-მაშინ სულ პატარაზე - შემევაჭრა ის.
-კარგი ბატონო, იყოს... ვთქვი მე
- არა არ გაჯარიმებთ, ალბათ მომეჩვენა ძალიან ცხელა, უბრალოდ მაინტერესებს, კახეთში ასე ხშირად ვისთან დადიხართ-
წითური უფრო დასველდა..


- სასტუმრო მაქვს, პატარა... ვუპასუხე პირველკლასელივით
- ფასი? - ფორმიანმა მოირგო პედაგოგის იმიჯი
- დაბალი, ევროპულ სეგმენტზე ვმუშაობ - სხაპასხუპით გავეცი პასუხი
- მაინც? არ მომეშვა ის..
- 70-100 ლარამდე ჩავაპატაკე მე
-და სამი საათი????
იკითხა მან და აი აქ კი ავყირავდი. ყველა "ამ საქმის" "დიდი დედები" და " "მამიდები" დამიდგნენ თვალწინ,
აი მათმა მზემ... წარმოვიდგინე ღამის წყვდიადში ჩუმად შემოპარული პატრული, ტრასის "პეპელასთან" ხელკავით, მე ამასობაში ბუღალტერის ნაცრისფერ, იდაყვამდე აჩაჩულ ხელგასაყრელში, ხის ჩოთქით ხელში, შპილკით დამაგრებული თმებით, პირში დაღეჭილი, პომადაგადასული სიგარეტით და ხრინწიანი ხმით რომ ვუპატაკებ:


-აჰა, ესეიგი 90 სამზე რომ გავყოთ, 30 ლარი უმფროსო!
ისეთი სიცილი წამსკდა, წითურის მეწყვილემაც გამოიხედა...
მოვგუდე ხავილში გადასული ვოისი, მოვიკრიფე ბოლო ძალები და ახსნა-განმარტებით ტონში გავაგრძელე:


-არა, რას ამბობთ, ჩვენ ფრანგებზე და გერმანელებზე ვმუშაობთ, კვების რაციონით და ექსკურსიებით...


სიტყვა "რაციონი და ექსკურსია" აშკარად
არ მოეწონა ჩემს ტრასის ლომს და შემეშვა...


მე კი ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე, ვინც დღეს შემხვდით კახეთის გზატკეცილზე, დედა მანჩოს გეფიცებით, არც დაბოლილი არც ნასვამი არ ვყოფილვარ... უბრალოდ ჩემთვის ვითვლიდი, რა ხეირში ვიქნებოდი, სეგმენტი რომ შემეცვალა, “ - წერს მოროშკინა.

0
581
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0