x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება ასადის არმიის მიერ ქალაქ ხან-შეიხუნზე შეტევის დაწყებისთანავე დაბომბონ ასადის მოიერიშე დანაყოფები

image თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საავიაციო დანაყოფებს უფლება მისცა დაბომბონ ასადის არმიის დანაყოფები თუ დაიწყება ქალაქ ხან-შეიხუნზე მათი შტურმი.
მას შემდეგ რაც სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფებმა წარმატებით შესძლეს დასახული ამოცანის შესრულება და ქალაქი ხან-შეიხუნი ალყაში მოაქციეს დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრიდან, თურქეთის ხელისუფლების ბრძანებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება ქალაქზე შტურმის დაწყებისთანავე დაბომბონ სირიის სამთავრობო ძალები.
ქალაქი ხან-შეიხუნი მდებარეობს იდლიბის პროვინციის სამხრეთ ნაწილში.
თუ სირიის სამთავრობო ძალებმა შესძლეს ქალაქის ალყაში სრულად მოქცევა, ამ შემთხვევაში ალყაში მოექცევა რამდენიმე ათასი სირიის ოპოზიციური ძალების მებრძოლი და მათთან ერთად თურქეთის არმიის 150-ი მებრძოლი, რასაც თურქეთი არ დაუშვებს.
ამ რეგიონში თურქეთს არა ჰყავს მობილიზებული დიდი დანაყოფები, რაც ხელს უხსნის სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფებს შეტევა განახორციელონ ქალაქზე და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამ შემთხვევაში თურქ მებრძოლებს ალყაშემორტყმულ ქლაქში მოუწევთ უშუალო საცეცხლე კონტაქტი სირიის სამთავრობო ძალებთან, რასაც აქამდე თურქი სამხედრო ექსპერტების აზრით ადგილი არ ჰქონია.
თავის მხრივ რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სიტუაციის ესკალაციას თურქეთი უწყობს ხელს.
რადგან სირიის ოპოზიციურ ძალებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად თურქეთი ამარაგებს იარაღით და საბრძოლო მასალით, ამასთან ერთად კოორდინირებას უწევენ მათ მოქმედებებს.

0
487
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
487