x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ევა იონესკოს ,,წართმეული ბავშვობა",რომელიც 5 წლის ასაკში დედამისის სათამაშოდ იქცა
ის თანამედროვე მშობლები, რომლებიც თავის მცირეწლოვან ბავშვებს სილამაზის კონკურსებში მონაწილეობას აიძულებენ, ანგელოზები არიან ევა იონესკოს დედასთან შედარებით.

ირენ იონესკო ფრანგი ფოტოგრაფი იყო და ძირითადად ეროტიკის მიმართულებით მუშაობდა. მისმა ქალიშვილმა დედისთვის პოზიორობა 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის როცა იყო, მისი ფოტოები უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა Playboy-ს და Penthouse-ს.

imageევა იონესკო 1965 წლის 18 ივლისს დაიბადა პარიზში. მამის შესახებ გოგონამ არაფერი იცოდა. დედა კი შვილს ყურადღებას პრაქტიკულად არ აქცევდა და პატარა ევას ბებია ზრდიდა.

როცა გოგონას 5 წელი შეუსრულდა, დედამისმა, ფოტოგრაფიით და ბოჰემური წვეულებებით გატაცებულმა ქალმა, შეამჩნია, რომ გოგონას ლამაზი, თოჯინისებური გარეგნობა ჰქონდა: ქერა კულულები, ლამაზი ნაკვთები და სავსე ტუჩები. შეიძლება ითქვას, რომ გოგონა იდეალური მოდელი იყო. ყოველ შემთხვევაში, დედამისი დარწმუნებული იყო ამაში.


imageროცა დედამ უთხრა, რომ მისთვის ფოტოები უნდა გადაეღო, ევამ ძალიან გაიხარა. პატარა გოგონა მაშინ ვერც ხვდებოდა, რისთვის სჭირდებოდა ის დედამისს. ევასთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა დედასთან და სიამოვნებით თანხმდებოდა მის ავანტიურებს.

imageირენმა ევას ენთუზიაზმით ისარგებლა და მალე მისმა ფოტოებმა ეროტიული ელფერი შეიძინეს. ქალი შვილს ჩულქებს, გამომწვევ კაბებს და კორსეტებს აცმევდა, მაკიაჟს უკეთებდა და ეუბნებოდა როგორც უნდა მოქცეულიყო.

“ფეხები გაშალე-იძლეოდა ბრძანებებს ქალი, -უფრო მეტად გაშალე! ნამდვილად არ მეგონა, თუ კომპლექსები გქონდა!"

imageდროთა განმავლობაში, ირენის ავადმყოფ ტვინში უფრო და უფრო მეტად ამაზრზენი იდეები ჩნდებოდა. ის მცირეწლოვან შვილს უკვე ზრდასრული მამაკაცების გარემოცვაში იღებდა, თუმცა, ამ ფოტოებს აღარ შემოგთავაზებთ.

როცა ირენმა თავისი ფოტოების გამოფენა მოაწყო, ბოჰემური საზოგადოება აღტაცებით შეხვდა მის შემოქმედებას. იმისთვის, რომ უფრო პოპულარული გამხდარიყო, ქალმა ევა ნიუს(შიშველი სხეულების გამოსახვა) ჟანრში მომუშავე სხვა ფოტოგრაფებსაც გააცნო. ასე დაიწყო ევას, როგორც ნიუს მოდელის კარიერა.imageევა იყო ყველაზე ახალგაზრდა მოდელი, რომლის ფოტო ეროტიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. ამ დროს გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. 2 წლის შემდეგ კი მისი შიშველი ფოტოები ესპანურ ჟურნალ Penthouse-შიც მოხვდა.

ამ ფაქტმა საზოგადოება აღაშფოთა. უამრავი ადამიანი ითხოვდა ირენისთვის დედობის უფლება ჩამოერთმიათ და გაესამართლებინათ. მას საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებასა და ბავშვისადმი აბუჩად მოპყრობაში დასდეს ბრალი. როცა გოგონამ თავისი ფოტოები იხილა ჟურნალებში, მას ნერვული შეტევა დაემართა. 1977 წელს ევას ბედით დაინტერესებულმა ადამიანებმა მიაღწიეს იმას, რომ გოგონა აღსაზრდელად სხვა ადამიანებისთვის გადაეცათ. მისი მეურვეები ცნობილი დიზაინერის კრისტიან ლაბუტენის მშობლები გახდნენ. თუმცა, მათაც ვერ შეძლეს ევასთვის ნორმალური ბავშვობის დაბრუნება. მას შემდეგ, რაც გოგონამ გადაიტანა, ის ნორმალური ბავშვი ვეღარ იქნებოდა.

imageსკოლაში დასცინოდნენ, ამიტომ ევამ სწავლას თავი დაანება და მთლიანად სამსახიობო ხელოვნებაში გადაეშვა. მანამდე, ისევ და ისევ დედამისის წყალობით, ევამ უკვე მოასწრო რამდენიმე ფილმში მონაწილეობა, მათ შორის ეროტიკულშიც, რომელიც გამოსვლისთანავე ბევრ ქვეყანაში აკრძალეს.

გახდა თუ არა სრულწლოვანი, ევამ სასამართლოს მიმართა. ის ითხოვდა, რომ გამოცემებს მისი ფოტოები გაენადგურებინათ. მოგვიანებით კი ცდილობდა ინტერნეტიდანაც წაეშალა.2012 წელს მან დედამისის წინააღმდეგაც შეიტანა სარჩელი და მას ბავშვობის წართმევაში ადანაშაულებდა. ევამ მორალური კომპენსაცია მიიღო, მაგრამ მისივე სიტყვებით: ვერავითარი ფული ვერ აუნაზღაურებს იმ მორალურ ზიანს და ვერ იხსნის იმ სულიერი ტკივილისგან, რომელსაც დღემდე განიცდის დედამისის მიზეზით.
სხვათაშორის, ფოტოების ხელახლა გავრცელებას ისევ დედამისმა შეუწყო ხელი. მან ყველა ნეგატივი შეინახა და მოგვიანებით ინტერნეტში გაავრცელა ფოტოები, პოპულარობის ხელახლა მოსაპოვებლად.

image
ირენი, ევას დედა

“მე ვერასოდეს შევძლებ გავამართლო დედაჩემი ან ვაპატიო.ისინი, ვინც თვლის, რომ დედაჩემის შემოქმედება, ჩემი მონაწილეობით, ხელოვნებაა-უბრალოდ მასხრები არიან." ძნელია, არ დაეთანხმო.


imageევა იონესკო
0
91
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0