x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ფესტივალ ECHOWAVES-ის სცენების განრიგი ცნობილია
image

ფეს­ტი­ვალ ECHOWAVES და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რჩე­ბა. ხვა­ლი­დან ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე 150-ზე მეტი არ­ტის­ტი წარ­სდგე­ბა. უკვე ცნო­ბი­ლია ფეს­ტი­ვა­ლის სცე­ნე­ბის გან­რი­გი.


წელს მსმე­ნელს ახა­ლი სცე­ნე­ბი ელო­დე­ბა. 150-ზე მეტი არ­ტის­ტი 8 სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე და­უკ­რავს. ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და კონ­კრე­ტუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა კონ­კრე­ტულ სცე­ნა­ზე შე­გეძ­ლე­ბათ. წელს ად­გილს იც­ვლის მთა­ვა­რი სცე­ნაც-WAVE STAGE- ზე ჰა­უ­სის, ტექ-ჰა­უ­სის, ტექ­ნოს და ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბის მოს­მე­ნა შე­გეძ­ლე­ბათ. ახა­ლი სცე­ნე­ბი კი ასე­თია:


• WAVE STAGE – ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი სცე­ნა - ჰა­უ­სი, ტექ-ჰა­უ­სი, ტექ­ნო და ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბე­ბი;


image

• TAIYO STAGE – ჰაუს მუ­სი­კის სცე­ნა;

image

• BOX STAGE – ტექ­ნო მუ­სი­კის სცე­ნა;

image

• OCTAGON STAGE - ტექ-ჰა­უ­სი­სა და მე­ლო­დი­უ­რი ტექ­ნოს სცე­ნა;

image

• ZION SUN SETS STAGE – ცო­ცხა­ლი მუ­სი­კი­სა და ჩი­ლა­უთ მუ­სი­კის სცე­ნა;

image

• BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰო­პის, ფან­კი­სა და რე­გის სცე­ნა;

image

• ISLAND STAGE – After party სცე­ნა, ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ, კუნ­ძულ­ზე;

• TREEBAL STAGE – ფსი­ქო­დე­ლი­უ­რი ტრან­სის სცე­ნა.

image

ფეს­ტი­ვა­ლი ECHOWAVES ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე წელს უკვე მე­ო­რედ იმარ­თე­ბა და მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა.


გა­სულ წელს ანაკ­ლი­ას ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, 70-მდე ქვეყ­ნი­დან ეწ­ვივ­ნენ სტუმ­რე­ბი ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში 27 000 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­ი­ტყო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ.


Echowaves, 2014 და 2018 წლე­ბის ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ფეს­ტი­ვა­ლის ტი­ტუ­ლის მქო­ნე EXIT-ის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას CHECK IN GEORGIA წარ­მო­ად­გენს.


იოგა, ბოდი-არტი, ფრის­ბი, ფეხ­ბურ­თი კა­ლათ­ბურ­თი- მუ­სი­კის გარ­და ფეს­ტი­ვა­ლი სპორ­ტს, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს და სხვა კულ­ტუ­რულ, სო­ცი­ა­ლურ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც მო­ი­ცავს.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0