x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
საბერძნეთში ღმერთებზე უძველესი წარწერა იქნა გაშიფრული
image
ბერძენმა მეცნიერებმა მოახერხეს ნაწილობრივ შემორჩენილი წარწერის გაშიფვრა უძველეს ქვაზე, რომელიც აღმოაჩინეს ორი წლის წინ კუნძულ ევბეიაზე, რაც მოწმობს ქალღმერთ არტემიდას კავშირს ძველ ქალაქ ამარინტოსთან.

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს განცხადებას The National Herald-ი ავრცელებს. ქვა ნაწილობრივ დაცული ტექსტით ნაპოვნი იქნა ქალაქ პალეოხორიაში, ამარინტოს არქეოლოგიური ნაკრძალის მახლობლად, ამავე სახელწოდების ქალაქიდან ორ კილომეტრში.

ძველი ბერძნული დასახლება მხოლოდ ტექსტშია ნახსენები. მართალია, მეცნიერებმა ჯერჯერობით მოახერხეს მხოლოდ ერთი ფრაზის გაშიფვრა: "... არტემიდი ამარინტოში". თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი აღმოჩენისთვის.

ადრე პალეოხორიაში აღმოაჩინეს შენობის საძირკველი, სავარაუდოდ საკურთხევლისთვის. მეცნიერთა აზრით, ნაპოვნი ტექსტი ადასტურებს, რომ ტაძარი მიეძღვნა ნადირობისა და ნაყოფიერების ახალგაზრდა ქალღმერთს არტემიდას. თვითონ ქალაქში მეფობდა ამ ქალღმერთის კულტი.


უფრო მეტიც, ფრაგმენტული წარწერა, მეცნიერთა აზრით, მიუთითებს ამარინტოს საკურთხეველთან ქალღმერთ არტემიდას მჭიდრო კავშირზე, რომელიც პირველად ნახსენებია არტეფაქტზე, რომლებიც აღმოჩენილია მიკენაში.

თანამედროვე სოფელი ამარინტოს ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული პრეისტორიული და კლასიკური პერიოდებიდან რომაულ დრომდე (ძვ. წ. 3000 - ახ.წ. I საუკუნე) იქ ბიზანტიის ხანაში აშენდა ორი ეკლესია, თავად დასახლება გადავიდა სხვა ადგილზე.

სხვათაშორის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძვ. წ. 2500 წლის აღმოჩენილი ქვა, რომაულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნა, როგორც ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკი შადრევნების მოწყობისას.



0
576
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0