x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
სოფელ არბოშიკში სანიაღვრე არხები გაწმინდეს
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.



ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გოჩა სამუკაშვილი სოფლებში: არბოშიკსა და ხორნაბუჯში იმყოფებოდნენ, სადაც ამჟამად სანიღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი კი დასრულებულია.


ამას გარდა, სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე რემონტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში სკოლას კიდევ 2 ახალი საკლასო ოთახი და სათავსო შეემატება. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ, რომლის რეაბილიტაციაც აქტიურ ფაზაშია.



ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, არბოშიკის და დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.


imageimage

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0