x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზემო მაჩხაანში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში 2015 წლის ოქტომბერში დამწვარი სკოლის ხელახლა მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.


20 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად სოფელ ზემო მაჩაანს ეწვია.


ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და გოჩა სამუკაშვილმა სოფლის მშენებარე სკოლა დაათვალიერეს და ადგილზე მომუშავე პერსონალს გაესაუბრნენ.
ზემო მაჩხაანის ამინისტრაციულ ერთეულში ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დედოფლისწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.



სკოლის შენობის ასაგებად და თანამედროვე სტანდარტებით მოსაწყობად 5 440 000 ლარი გამოყო. არადა, 2 წლის წინ, როცა შენობის მაკეტი გამოქვეყნდა, ითქვა, რომ სკოლის შენობას 3 500 000 ლარი მოხმარდებოდა. იმხანად ითქვა ისიც, რომ სამუშაოები 2018 წელს დაიწყებოდა და შენობა 2019 წლის ბოლოს ჩაბარდებოდა. თუმცა, ამჯერად თანხის ზრდასთან ერთად, ვადებმაც გადაიწია და შენობის დასრულება უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. ახლადგამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკოლა 300 მოსწავლეზე გათვლილი უნდა იყოს, წინა შემთხვევაში კი 250 მოსწავლეზე. ძველი პროექტი ორსართულიანი შენობის აგებას ითვალისწინებდა, ამჯერად კი სამი სართული და სარდაფია გათვალისწინებული.


image

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0