x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
იდუმალებით მოცული ადამიანი, რომელიც ათასობით ადამიანს ესიზმრება!

This Man - ასე უწოდებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სიზმრებში მოგზაურს, რომელიც ათასობით ადამიანს უკვე დაესიზმრა.


image



2006 წლის იანვარში ერთ-ერთი ცნობილი ფსიქიატრის პაციენტს დაესიზმრა უცნაური პიროვნება, რომელიც მას ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევდა. ამ ფაქტის შესახებ პაციენტმა უამბო თავის ფსიქიატრს და ნახატიც დაუტოვა:

imageimage





რამოდენიმე დღის შემდეგ, სხვა პაციენტმა შენიშნა მაგიდაზე ეს ნახატი და უმალვე უამბო ფსიქიატრს მის შესახებ. მეორე პაციენტის მტკიცებით, მას ეს ადამიანი არასოდეს უნახავს, თუმცა ხშირად ესიმზრება ძალიან უცნაურ გარემოებაში.

image





ფსიქიატრი ამ ნახატს სხვა კოლეგებს გაუგზავნის. რამოდენიმე თვის შემდეგ, მასთან კიდევ 4 პაციენტი მოდის და ყოველი მათგანი ამტკიცებს, რომ ეს უცნაური მამაკაცი მათაც ხშირად ესიზმრება.

image





პირველი ნახატის შემდეგ(2006 წელი) ლოს ანჯელესიდან თეირანამდე, პარიზიდან მოსკოვამდე, დაახლოებით 2500 ადამიანი დარწმუნებული, რომ ეს პიროვნება იყო, რომელიც ესიზმრებოდა და სხვადასხვა რჩევებს აძლევდა სიზმარში.


image





ამ ფაქტის გავრცელებასთან ერთად მას ოფიციალურად "ეს მამაკაცი" - This Man დაარქვეს. ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცხადებულია ძებნა. თუ კი არსებობს ნამდვილად ეძებენ მსოფლიოს ყველა კუთხეში...

image





ვინ არის ეს მამაკაცი? ქვეცნობიერების ქვეშ დამამალული ფსიქიკური პრობლემა თუ არამიწიერი ძალა, რომელიც რაღაც განსხვავებულზე მიგვანიშნებს? ან შეიძლება უბრალოდ ბევრად უფრო საშიშიც იყოს... მეცნიერები არაფერს გამორიცხავენ.

image


ამ საკითხთან დაკავშირებით, უამრავი თეორია წარმოიშვა. მოწინავე პოზიციაზე "მოდელის თეორიაა", რომლის თანახმადაც, ეს არის პიროვნება რომელიც ადამიანის ქვეცნობიერებას ეფარება და ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პიროვნება სტრესულ ან კიდევ დეპრესიულ სიტუაციაშია.






შეიძლება თუ არა ის იყოს ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, რომელსაც სხვის სიმზრებში შეუძლია მოგზაურობა?

image


საერთოდ ეს ყველაზე ნაკლებად დასაჯერებელი თეორიაა, თუმცა მეცნიერები მცირედ შანსს ამ თეორიასაც აძლევენ. მათი მტკიცებით, გამორიცხული არაფერია.





და თქვენ თუ დაგსიზმრებიათ ოდესმე?

image


თუ დაგესიზმრებათ ეწვიეთ გვერდს ---- ThisMan.org















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!
















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი)

image





ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები...

image





15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში

image





მსოფლიოს ყველაზე სახიფათო 7 ადგილი

image





9 საიდუმლო რონალდინიოს შესახებ, რომელიც დღემდე არ იცოდით!!!

image




0
603
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0