x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სუპერეგო და მისი ქვესისტემები

სუპერეგო წარმოადგენ პიროვნების მორალურ და ეთიკურ ძალას, შეგვიძლია განვითარებად პიროვნებაში ბოლო კომპონენტად ან ქცევის სტანდარტად მოვიხსენიოთ. ეს პიროვნების მორალური ძალაა და "იდეალადაც" კი მოიხსენიება.ყველაზე მეტად ილტვის სრულყოფილებისაკენ.მოკლედ, რომ ვთქვათ მისი საქმე საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტების სისწორის ან მცდარობის დადგენაა.image

ყველასათვის კარგად ცნობილი მეცნიერის, ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ადამიანი არ იბადება სუპერეგოთი. ბავშვები ამას მშობლებთან, მასწავლებლებთან და სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობისას იძენენ.ვინაიდან და რადგანაც ადამიანს იდი და ეგო, უხეშად რომ ვთქვათ, დაბადებიდან მოყვება, აქედან გამომდინარე სუპერეგო განვითარებადი პიროვნების ბოლო კომპონენტია.რომ შევაჯამოთ, სუპერეგო, პიროვნების ასპექტი საზოგადოებრივი ღირებულებების, სტანდარტების და მორალის ერთობლიობაა.


სუპერეგოს ქვესისტემები


ფროიდი სუპერეგოს ორ ქვესისტემად ყოფს, ესენია: სინდისი და ედოიდეალი.

მაგალითად, როდესაც მშობელი ბავშვს სჯის, ეს სინდისის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია.როდესაც ბავშვი ნებისმიერი ურჩი ქცევისათვის ისჯება, ამ დროს, მასში თვითშეფასების უნარი და დანაშაულის გრძნობის წარმოქმნა ყალიბდება, ანუ მან ის არ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა.როგორც ყოველ დანაშაულს მოყვება სასჯელი, რათქმაუნდა კარგი საქციელი უყურადღებოდ არ რჩება.სწორედ ამდროს ყალიბდება ეგოიდეალი, რაც სუპერეგოს ნამდვილად წაახალისებს ხოლმე.ეს მშობლების შექებიდან წარმოიქმნება და საკუთარ თავში მაღალ სტანდარტებს აწესებს, ჩნდება სიამაყის გრძნობა და მიზნისაკენ სწრაფვა.შესაჯამებლად ვიტყვი, რომ სინდისი ადამიანს სჯის და დანაშაულის გრძნობას ანცდევინებს, ხოლო ეგოიდეალი წაახალისებს, აჯილდოვებს და სიამაყის გრძნობით ავსებს.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0