x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - II ნაწილი

image

2011 წელი

28 ივლისი

უკვე დეპრესია მეწყება. მიჭირს ფსიქოლოგიურად, რადგან ძალიან ძნელია დღეში ასობით ადამიანთან გქონდეს კონტაქტი და უცებ სახლში ჩაიკეტო, ან საავადმყოფოებში ათასგვარი დაავადებით შეპყრობილი ადამიანების ტანჯულ სახეს უყურო, და ეს ყველაფერი უფრო მძიმეა, როცა თავად უმნიშვნელო რამეზე ხარ მისული, ისეთზე მაგალითად, როგორზეც მე, ფეხებზე მეტყობა გამობერილი ვენები, მერე რა?! ხალხი იტანჯება კიბოთი, ლეიკემიით, დიაბეტით, ზოგი უგონოდ აპარატზეა მიერთებული და მე... მადლობა უფალს, რომ ასეთ დღეში არ ვარ.

1 აგვისტო

ახლა დავბრუნდით საავადმყოფოდან, ისევ ანალიზები, ისევ უცნაური აპარატურები, “ყოვლისმცოდნე" ექიმები და ნატანჯი ხალხი. რუსიკოზეც იმოქმედა ალბათ, რაც მოვედით, მეორე ოთახშია ჩაკეტილი და პერიოდულად ტირილის ხმა მესმის, ქალია და ვერ გაუძლო ემოციებს.

მაგრამ მე ის ვერ გამიგია, რა ვერ დამიდგინეს, რითი უნდა მიმკურნალონ? თვეზე მეტია დავდივარ ამ ექიმებთან და ელასტიური ბინტის მეტი არაფერი უთქვამთ. არა, მეტს აღარ წავალ, ტყუილი დროის კარგვაა, ჯობს სამსახური ვეძიო, უკვე გვიჭირს, ისევ.

8 აგვისტო

მგონი, ცუდი ამბავია ჩემს თავს, დღეს შევამჩნიე, რომ ექიმთან მარტო არ მტოვებს ცოლ-შვილი, ანალიზების პასუხებზე ჩემს გარეშე ესაუბრებიან ექიმებს, მერე კი სულ ერთი და იგივე ფრაზით გამოდიან იქიდან, “ყველაფერი რიგზეა". რუსიკო სულ დაღვრემილია, ვატყობ შორიდან, მაგრამ ურთიერთობაში უფრო მხიარული გახდა, ვერაფერი გამიგია. ვფიქრობ, რამე ხომ არ მჭირს, და მიმალავენ...ან იქნებ მეჩვენება...

იგივე დრო, რა ხდება რეალურად?

ვალერი კაპანაძეს ხანგრძლივი გამოკვლევების შემდეგ დაუდგინდა პროსტატის სიმსივნე, მესამე სტადია, მეტასტაზებით ფილტვზე. სავარაუდო დიაგნოზი ნათელი იყო პირველი ექიმისთვის, რომელსაც ვალერი თავად ეწვია ფეხებზე ვენების გამობერვის ჩივილით, თუმცა შარდის ანალიზში აღმოჩენილმა სისხლის ნაწილაკებმა ექიმი ონკოლოგიურ დაავადებაზე დააფიქრა და სწორედ ამიტომ სთხოვა ვალერს, ანალიზის პასუხებზე არ შეწუხებულიყო და ოჯახის წევრი გამოეგზავნა.

ანალიზებმა სიმსივნე მალევე დაადასტურა და გაგრძელდა კვლევები მისი სტადიისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ.

ვალერის სამსახურიდან გათავისუფლება დათოს მოწყობილი იყო, ბებიის იგივე ავადმყოფობის პრაქტიკიდან გამომდინარე, კარგად იცოდა, თუ რა მძიმე პერიოდი ელოდა მთელს ოჯახს, განსაკუთრებით კი მამას.

დედა-შვილის გადაწყვეტილებით, ვალერის ავადმყოფობის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მათ უნდა სცოდნოდათ.



მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0