x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვლევის მიხედვით, მელოტი კაცები უფრო ჭკვიანები და წარმატებულები არიან
imageბევრი მამაკაცისთვის სიმელოტე სენსიტიური საკითხია: ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათ ნაკლებად მიმზიდველსა და მამაკაცურს აჩენს. თუმცა, კვლევის მიხედვით, კაცებს ასე ფიქრის რეალური მიზეზი არ აქვთ. მელოტები უფრო მეტად აღიქმებიან ჭკვიან, თავდაჯერებულ და დომინანტ მამაკაცებად.


სტატიიდან შეიტყობთ, რომ სიმელოტე არც ისეთი ცუდია, როგორიც აქამდე გეგონათ. ჩვენ გაქეზებთ, მიიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ და გაიაზროთ, რომ არასტანდარტულმა ფიზიკურმა თვისებებმაც შეიძლება სარგებელი მოგიტანოთ.








მელოტი მამაკაცები სოციალურად დომინანტურად აღიქმებიან.

image

ბარის უნივერსიტეტის პროფესორ ფრანკ მუსკარელას ჩატარებული კვლევის მიხედვით, მელოტი კაცები საზოგადოებაში სხვა კაცებთან შედარებით უფრო დომინანტურებად აღიქმებიან. მკვლევრების მიხედვით, მართალია, ხალხი თავზე თმის მქონე მამაკაცებს მეტად მიმზიდველად მიიჩნევს, მაგრამ მელოტები უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონეები ჰგონიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯანსაღ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერ "თმიან" კაცს.


image

კვლევის დროს ფრანკ მასკულერამ ფოკუს-ჯგუფს სთხოვა, მამაკაცები 4 მთავარი ნიშნის (მიმზიდველობა, აგრესიულობა, სიმშვიდე, მოწიფულობა) მიხედვით შეეფასებინათ. ჯგუფის ერთ ნაწილს აჩვენეს მამაკაცის ფოტო, რომელსაც მთლიან თავზე თმა ჰქონდა, მეორე ჯგუფს კი - იმავე ადამიანის სურათი, ოღონდ უთმოდ. კვლევის შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო: მელოტი მამაკაცები მეტად პატიოსნად, ჭკვიანად და ძლიერად აღიქვეს.







რამდენიმე კვლევამ დაადასტურა ამ თეორიის მართებულობა.

image

ფრანკ მასკულერას აღმოჩენას ზურგს უმაგრებს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევაც. ფსიქოლოგმა ალბერტ მანესმა დაამტკიცა, რომ ადამიანები მელოტ კაცებს მეტად ძლიერებად, დომინანტებად და წარმატებულებად აღიქვამენ.

image

სიძლიერისა და სექსუალურობის გარდა, მელოტ მამაკაცებს მაღალ ინტელექტთანაც ასოცირებენ. ზაარლანდის უნივერსიტეტში კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც 20 000 ადამიანი გამოიკითხა. შედეგების მიხედვით, მელოტი კაცები ხშირად აღიქმებიან ასაკით უფროსებად, რაც მათ უფრო ბრძენსა და ჭკვიანებს აჩენს.







სრული და ნაწილობრივი სიმელოტე ერთი და იგივე არ არის.

image

იმისთვის რომ მამაკაცი ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მოხვდეს, ის სრულიად მელოტი უნდა იყოს. კვლევის მიხედვით, მათ, ვისაც თავზე ზოგ ადგილას აქვთ შემორჩენილი თმა, სუსტებად და ნაკლებად მამაკაცურებად მიიჩნევიან. შეიძლება ეს იმ ფაქტთანაც იყოს დაკავშირებული, რომ თუ მამაკაცი თმას რეგულარულად იპარსავს, ეს საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ის საკუთარ თავზე ზრუნავს, ყველაფერს აკონტროლებს და თავისი გარეგნობის არ რცხვენია. ეს კი მას მიმზიდველს ხდის!




ეთანხმებით თუ არა კვლევის შედეგებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥



p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 10 რამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს

image


2. რატომ იზიდავთ ქალებს უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა

image


3. რატომ არ აძლევს საზოგადოება ქალს დაბერების უფლებას და რატომ აიძულებს, 35 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს

image

0
283
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0