x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ბრაზილიელმა დიზაინერმა ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც აქცენტს სხეულის ნაკეცებზე აკეთებს
image


ბრაზილიელი ფუმფულა დიზაინერი კაროლინ ვიტო ერთ დროს საკუთარ ზედმეტ კილოგრამებს ძალიან განიცდიდა და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით მათ დამალვას საგანგებოდ ცდილობდა. თუმცა, კაროლინამ თავისი ახალი კონცეფციით წარმოდგენილი კოლექციის წყალობით ეს პრობლემა სამუდამოდ გადაჭრა.


image


კერძოდ კი, მან სამოსის ისეთი ხაზი შექმნა, რომელიც აქცენტს, ქალის სხეულის სწორედ იმ ნაწილებზე აკეთებს, რომელსაც მდედრობითი სქესი ყველაზე პრობლემურად მიიჩნევს და რომლის დამალვასაც ისინი ყველა შესაძლო ხერხით აგერ უკვე წლებია ცდილობენ.


image


ლონდონში ჩასვლისთანავე, მან "ხელოვნების სამეფო კოლეჯში" ჩააბარა, სწორედ ამ ცნობილ სასწავლებელში მიღებული განათლების წყალობით, ის საკუთარი სხეულის მიმართ უფრო შემწყნარებელი და ლმობიერი გახდა.


image


ამ უჩვეულო კოლექციის შექმნის იდეა ბრაზილიელს თავში სწორედ მაშინ მოუვიდა, როცა სამშობლოში შეძენილი კორსეტის მორგებას მთელი ძალისხმევით ცდილობდა, რათა საკუთარი სხეული ვიზუალურად კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა, კაროლინი მიხვდა რომ მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, ვინაიდან კორსეტი მას იმდენად პატარა ჰქონდა რომ ცხიმის ნაკეცები პირდაპირ გარეთ უვარდებოდა.


image


გოგონა გახდომას არ აპირებდა, ამიტომ გადაწყვიტა პრობლემური ზონებისთვის - პროგრესული დიზაინერის თვალით შეეხედა და ნაკლის ღირსებად გადაქცევას შეეცადა.


image


დიზაინერმა ექსპერიმენტისთვის 7 მოდელის - შარვალი, ქვედაბოლო და კორსეტი შეარჩია, რომელიც მის სადიპლომო კოლექციაშიც მოხვდა. კაროლინი ამბობს, რომ მისმა სამოსმა სხეულის არა ზომები, არამედ პირველ რიგში, ფორმები უნდა აჩვენოს.



image


დიზაინერი არ ცდილობს თავისი გამოგონება ვინმეს თავს მოახვიოს, მას მხოლოდ ის სურს, რომ თითოეულმა ქალმა საკუთარი სხეული სწორედ ისეთი მიიღოს, როგორიც სინამდვილეშია და ხელოვნურად თავსმოხვეული სილამაზის სტანდარტებისკენ არ ისწრაფვოდეს.

image




0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
133