x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
დედოფლისწყაროში მანქანიდან მაგნიტოფონის და აკუმულატორის ქურდობისთვის 2 პირი დააკავეს

image

.

შინაგან საქმეთა კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ქურდობისათვის, ორი პირი დააკავა.
.
გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში, ავტომანქანა გაქურდეს. მათ, ადგილობრივ მოქალაქეს, მაგნიტოფონი და აკუმულატორი მოპარეს.
.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე დაკავებულს, 4- დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
.
0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0