x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ნიჟარაძემ და დაცვის თანამშრომლებმა „რუსთავი 2“ დატოვეს
image


ნიკა გვარამიას გარდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს სხვა თანამშრომლებიც ტოვებენ. ბოლო ხანს აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს.


დღეს დილიდან კი ონლაინ მედია წერს, რომ დაცვის თანამშრომლების პარალელურად, "რუსთავი 2"-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან უკვე წავიდა ფინანსური დირექტორი. ამ დრომდე ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი ცნობილი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის ძმა, ირაკლი ნიჟარაძე გახლდათ. ცნობილია, რომ ერთერთი პირველი შეხვედრა პაატა სალიამ სწორედ ნიჟარაძესთან გამართა. შეხვედრიდან გამოსული ახალი გენერალური დირექტორი ღიად საუბრობდა, რომ არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დაახვედრეს და წინა ხელმძღვანელობამ არხის ანგარიშზე იმდენი ფულიც არ დატოვა, რომ ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასი მაინც დაეფარათ.


რამდენიმე დღის წინ ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც ძველის საქმიანობის შესრულება დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნდება.



არხიდან თანამშრომლების წასვლას წინ უსწრებდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 18 ივლისს გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს დარღვევა არ დაუდგინდა. ამავე დღეს არხის წილები გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა და თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიკა გვარამია.

.

ამავე თემაზე: „რუსთავი 2“-ის ნაცვლად მალე „ლაზიკა TV“ გაიხსნება - ნიკა გვარამია დირექტორად ინიშნება

0
577
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0