x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ ყინავენ ბიუსტჰალტერებს მაცივარში და რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ბიუსტჰალტერს

image ბიუსტჰალტერს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნებისმიერი ქალის გარდერობში. როგორც კი იწყებს ფორმირებას ძუძუ, აუცილებელია მისი მოვლა. უძველესი დროიდან, მას შემდეგ რაც ის პირველად იქნა გამოყენებული ქალის მკერდის დასაფარად, დასაცავად თუ ასაწევად, მან განიცადა უამრავი ცვლილება. იცვლებოდა ბიუსტჰალტერის ფორმა, მასალა თუ ბიუსტჰალტერის იერი. თანამედროვე ბიუსტჰალტერები ისეთი დიზაინითაა შექმნილი, რომელიც მის მტარებელს უქმნის კომფორტს და მოხერხებულია სატარებლად. რაც შეეხება გაყინულ ბიუსტჰალტერებს! მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გაყინულ ბიუსტჰალტერს შეუძლია მის მტარებელს მოუტანოს უამრავი ხეირი - ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს, ახდენს ბიუსტის ტემპერატურის დაბალანსებას, ასევე ხელს უშლის ბიუსტის არეში ოფლის გამოყოფას.
მაცივარი მოგეხსენებათ განკუთვნილია პროდუქტის შესანახად და ძნელია წარმოიდგინო მაცივარი, რომელშიც პროდუქტთან ერთად იქნება შენახული ბიუსტჰალტერი.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდს უკვე საკმაო ხანია იყენებს ქალების გარკვეული კატეგორია, საუბარია იმ ქალებზე, რომლებმაც წაიკითხეს პრესაში ან უყურეს მედიით გადაცემული გადაცემას გაყინული ბიუსტჰალტერების უპირატესობაზე ჩვეულებრივ ბიუსტჰალტერთან.
როგორც კვლევებმა დაადასტურა გაყინული ბიუსტჰალტერი უკეთესად ირეცხება, გარდა ამისა ბიუსტჰალტერზე მოხვედრილი მავნე მიკროორგანიზმები იხოცება. ბიუსტჰალტერის ქსოვილი ხდება ბევრად ელასტიური, ხანგრძლივდება მისი ვარგისიანობის დროც. გარდა ამისა ზაფხულის ცხელ დღეებში, ცივი ბიუსტჰალტერი ახდენს ძუძუს ტონუსის აწევა, აძლიერებს მის კუნთებს და საერთოდ, ორგანიზმს აძლევს ასე ვთქვათ "სუნთქვის" საშუალებას.
მაცივრის საყინულე კამერაში მოთავსებული ბიუსტჰალტერი დიდხანს ინარჩუნებს ფორმას. ქსოვილის მასალის გამყარების შედეგად ბიუსტჰალტერი არ გაიწელება ზედმეტად. შესაბამისად შესამჩნევად გაიზრდება ბიუსტჰალტერის ვარგისიანობის დროც. ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბიუსტჰალტერი ტანსაცმლის ის ნაწილია, რომელსაც მუდამ ატარებენ და მისი ვარგისიანობის ვადის გაზრდა დაზოგავს მათ ფინანსებსაც.
არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც ქალს შეიძლება ტანსაცმელი დაესვაროს, შესაბამისად ბიუსტჰალტერიც. გაჭუჭყიანებული და ძნელად ამოსაყვანი ლაქების მქონე ბიუსტჰალტერის გარეცხვა კი გაგიადვილდებათ თუ ბიუსტჰალტერს მაცივრის საყინულე კამერაში მოათავსებთ პოლიეთილენის პარკით.
პრაქტიკულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ გაყინულ ბიუსტჰალტერზე გარეცხვის შემდეგ არანაირი ლაქა არ დარჩენილა. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბიუსტჰალტერზე.
ზოგიერთი მავნე მიკროორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია გარემო ტემპერატურაზე, აღნიშნულ მიკროორგანიზმებს გააჩნიათ სამი ტემპერატურული რეჟიმი: 1. მინიმალური, 2. საშუალო და 3. მაქსიმალური.
მავნე მიკროორგანიზმები დაბალ ტემპერატურას იტანენ, მაგრამ მრავალგზის გაყინულ ბიუსტჰალტერზე მათი კვალიც არ რჩება-ისინი იხოცებიან.
ქალების გარკვეული ნაწილი ბიუსტჰალტერს ღამით ტოვებს მაცივრის საყინულე კამერაში, დილით ჩაცმული გაყინული ბიუსტჰალტერი ქალის ორგანიზმის ტონუსს შესამჩნევად წევს მაღლა, ქალს მუხტავს პოზიტიურ განწყობაზე, გარდა ამისა ბიუსტჰალტერი ხდება სტერილური.
დილით მიღებული პოზიტიური განწყობა მთელი დღე თან გაჰყვება მის მტარებელს.
image ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთღებული მნიშვნელობა ენიჭება სხეულის კონდიცირებას, რასაც ხელს შეუწყობს გაყინული ბიუსტჰალტერი.
ბიუსტჰალტერი მაცივრის საყინულე კამერაში უნდა შეინახოს პოლიეთილენის პარკით. აუცილებელი არაა მთელი დღით ან მთელი ღამით დატოვოთ ის მაცივარში, საკმარისია რამდენიმე საათიც.
image პ.ს
გაყინული ბიუსტჰალტერის ჩაცმა განსაზღვრულია მხოლოდ ზაფხულში, მისი გამოყენება არ შეიძლება იმ ქალებისა და გოგონებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ფილტვის ამა თუ იმ სახის დაავადებები.
არ შეიძლება მისი გამოყენება სურდოს დროს.
სხვა დანარჩენ პერიოდში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიიღოთ მისგან სასიამოვნო მუხტი.

0
1019
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1019