x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ველომსვლელობა თბილისის ზღვაზე

image


მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ველოსიპედი სულ უფრო პოპულარული ხდება. რაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მას, მით მეტი ჯანმრთელი ადამიანი გვეყოლება.
27 ივლისს კიდევ ერთხელ მივიქცევთ ყურადღებას და მოვაწყობთ საინტერესო მსვლელობას წერეთლიდან (myvelo მაღაზიიდან) - თბილისის ზღვის ( სასტუმრო ჰუალინგი) მიმართულებით.
გზად დავიმატებთ მსურველებს და ასე ერთად ავალთ თბილისის ზღვაზე. ყველას გადავცემთ ამრეკლ ჟილეტებს და ციმციმებს.
აუცილებლად იქონიეთ ჩაფხუტი, უსაფრთხოება აუცილებელი პირობაა. ასაკი: 18 წლის ზევით
სქესი: სულ ყველა :)
ვივლით უსაფრთხოდ, ერთ ზოლად. არავითარი გაზაობა ;)
სასურველია იქონიოთ მძლავრი წინა სანათი ( ჩვენთანაც იყიდება
19:40 ზე ვიკრიბებით აგლაძის N15, Myvelo-ს ველო პარკინგზე. 20:00 საათზე გასვლა. ვიმოძრავებთ წერეთლით -ერისთავის ქუჩის მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენთან გავჩერდებით 5 წუთით, შემდეგ ავალთ ერისთავის ქუჩით და კიკვიძის ბაღთან შევხდებით სხვა მონაწილეებს. შემდეგ- დადიანის ქუჩით გავალთ და გავჩერდებით თბილისი არტ ჰოლთან.შემდეგ მაღლა ურიდიას ქუჩა/ ზღვის კლუბი/ჰუალინგი
უკან დავბრუნდებით ვაზისუბნით/ ხუდადოვი/დადიანი/ვაგზალი/წერეთელი.

ჯამში: 35 კმ-მდე გამოვა რა:)
გავჩერდებით ხშირად

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0