x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე მოკლე ტესტი IQ -ს გამოსავლენად - გამოცადეთ საკუთარი თავი
''მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორმა, შეინ ფრედერიკმა (Shane Frederick) შექმნა ყველაზე მოკლე-მხოლოდ სამი კითხვისაგან შედგენილი ტესტი IQ -ს გამოსავლენად''- წერს პოპულარული გამოცემა Mirror.




image



კოგნიტიური შესაძლებლობების ტესტი ჯერ კიდევ 2005 წელს შეიქმნა მეცნიერების მიერ, თუმცა ინტერნეტში ის მხოლოდ ახლახან გამოჩნდა. ექსპერიმენტის სახით ფრედერიკმა ტესტის ამოხსნა შესთავაზა განათლების სხვადასხვა დონის მქონე 3 ათას ადამიანს, მათ შორის იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს. სწორი პასუხი ყველა - სამივე კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 17 %-მა გასცა.


პროფესორი ამ კითხვებს იოლს უწოდებს იმ გაგებით, რომ ტესტების პასუხები მარტივად ასახსნელია და ბევრი ანგარიში სულაც არ სჭირდება, თუმცა მის დამოუკიდებლად გადასაწყვეტად საჭიროა იმ ციფრების იმპულსურად დასახელება, რომლებიც პირველად მოგივათ თავში.



აი ის სამი კითხვაც, რომელიც ტესტში შევიდა:


1. ჩოგბურთის ბურთის და რაკეტის ერთობლივი ღირებულება შეადგენს 1.10 დოლარს. რაკეტა ბურთზე 1 დოლარით ძვირია. რა ღირს ბურთი?



2. საქსოვი ფაბრიკის სამ მანქანას სჭირდება 5 წუთი 5 სვიტერის მოსაქსოვად. რამდენ წუთში მოქსოვს 100 მანქანა 100 სვიტერს?


3. ტბორში ხარობს წყლის შროშანები. ყვავილების რაოდენობა დღეში ორჯერ იზრდება. თუ ტბორის სრულად დასაფარავად მათ დასჭირდებათ 48 დღე, რამდენ დღეში დაფარავს შროშანები ტბის ნახევარს?



image


ყველაზე გავრცელებული პასუხები იყო 10 ცენტი, 10 წუთი და 24 დღე. რა თქმა უნდა, ეს არასწორი პასუხებია. პროფესორი ამტკიცებს, რომ ის, ვინც პირველ კითხვაზე ამბობს:ოღონდ არა 10 ცენტი, ფაქტიურად სწორ პასუხს სცემს. სინამდვილეში ტესტის პასუხები შემდეგია:


1. 5 ცენტი

2. 5 წუთი

3. 47 დღე

5
2927
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2927
  
2019, 9 აგვისტო, 2:39
მანჩო
3 მანქანას 1 სვიტერის მოსაქსოვად ხომ სჭირდება 1 წუთი, 1 მანქანას დასჭირდება 3 წუთი 1-ის მოსაქსოვად, შესაბამისად 100 მანქანას 100 სვიტერის მოსაქსოვად 3 წუთი დასჭირდება.
2019, 9 აგვისტო, 1:37
მე-2 და მე-3 არასწორი პასუხებია ან პირობებშია შეცდომები გაპარული
2019, 8 აგვისტო, 22:52
3 წუთი როგორ მიიღეთ, ძალიან მაინტერესებს :)
2019, 8 აგვისტო, 22:48
არასწორი "სწორი" პასუხებია მე-2 და მე-3 კითხვებზე. სწორია 3 წუთი და 47.5 დღე
2019, 31 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5