x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 პროდუქტი, რომლითაც წონაში არ მოიმატებთ
image


პროდუქტები, რომლებიც საერთოდ არ მოქმედებს წონაზე, არ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ რაციონში, დიეტაზე ყოფნის დროსაც, რადგანაც მათში არსებული დიდი რაოდენობით მინერალები ხელს უწყობს მთავარი პროცესები შეასრულოს ორგანიზმში და შიმშილის გრძნობა დიდხანს არ გამოიწვიოს. ზუსტად ამ პროდუქტებზე მოგიყვებით:


ბროკოლი


- ბოსტნეული, რომლის შესახებ თითოეულმა ჩვენგანმა იცის, ან გაუგონია მაინც. არსებობს უამრავი სხვადასხვანაირი რეცეპტი, რომლითაც შეგიძლიათ ამ საოცრად მკვებავი ბოსტნეულით მოამზადოთ. დიდი რაოდენობით მინერალებისა და წყლის შემცველობის წყალობით, ბოსტენეული შეიცავს არც ისე ბევრ კალორიას, რომელივ ხელს შეგიწყობთ გარკვეული დროის განმავლობაში არ მოგშივდეთ.



კვერცხი


ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სპორტითაა დაკავებული, დაადასტურებს, რომ ყოველდღიური რაციონი კვერცხის გარეშე არის არასრულფასოვანი. ერთ-ერთი მთავარი დადებითი კვერცხის ის არის, რომ მისი ჭამა ნებისმიერი სახით სასარგებლოა. მხოლოდ არ გირჩევთ ძალიან ახალ კვერცხს, რომელიც სალმონელოზის განვითარების მთავარი რისკფაქტორია.


იდეალური ვარიანტია, თუ საუზმისთვის რამდენიმე ცალ კვერცხს მოხარშავთ: ამით მიიღებთ ცილების დღიურ ნორმას და თავს აარიდებთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებას.


კინოა


ეს პროდუქტი ჯერ ისევ არაა პოპულარული. საინტერესო ფაქტი კინოაზე ისაა, რომ ინკების ტომები კინოას წმინდა მარცვლეულად თვლიდნენ და მას როგორც 'chisaya mama' ანუ "ყველა მარცვლეულის დედად" მოიხესენებდნენ, ხოლო ინკების იმპერატორები ტრადიციულად თვალყურს ადევნებდნენ პირველი ყლორტების მიწიდან ამოსვლას.


ამ მარცვლეულში იმდენი რაოდენობითაა ცილების შემცველობა, რაც აუცილებელია ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცდილობს კუნთოვანი მასის გაზრდას. ასევე პროდუქტი მდიდარია ამინომჟავებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. განსაკუთრებით პოპულარული პროდუქტია ვეგეტარიანელებს შორის. ისინი მიიჩნევენ, რომ კინოა სრულფასოვნად ანაცვლებს ორგანიზმისთვის ხორცს.


მჭლე ხორცი


ამ დროისთვის ბევრი ხმა დადის იმაზე, რომ წითელი ხორცი წარმოქმნის კიბოს უჯრედებს. მიუხედავად ამისა ჯერ არცერთი დადასტურებული ფაქტი ამის შესახებ არ არსებობს. ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცხიმში შემწვარი ხორცი თქვენს ფიგურას ნამდვილად ავნებს, ასევე ასე დამზადებული ხორცი თავისი კანცეროგენებით საშიშია ორგანიზმისთვის, რომელსაც წვის დროს გამოყოფს. ამიტომაც საუკეთესო ვარიანტია, მათთვის, ვინც ფიგურას ინარჩუნებს, მჭლე ხორცის მომზადება ორთქლზე მოხარშვით ან წითელ ღვინოში ჩაშუშული ან ზეითუნის ზეთში.


ლოსოსი


მიუხედავად დიდი შემცველობის ცხიმისა, ლოსოსი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს თეფშზე, თუნდაც რამდენჯერმე კვირის განმავლობაში. ის ცხიმი, რომელსაც თევზი შეიცავს, არანაირად არაა ზიანის მომტანი ორგანიზმისთვის, პირიქით. ლოსოსს გააჩნია ისეთი ცხიმის მჟავები, რომლებიც სასარგებლოა არა მარტო ფიგურისთვის, არამედ ტვინის მუშაობისთვისაც.


ამასთანავე, პირველი პუნქტის ბროკოლი საუკეთესო გარნირი შეიძლება იყოს ლოსოსისთვის.






ასევე ნახეთ ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ფაფები


ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე


5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ


მარილი თუ შაქარი? რომელი უფრო მავნეა ორგანიზმისთვის


ცელულიტის მოსაშორებელი 5 მეთოდი ადგილიდან გაუნძრევლად



1
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
156
  
2019, 31 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1