x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

ლ. კოლბერგიმორალურობა არის რწმებათა, ფასეულობათა სისტემა, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ინდივიდი შეასრულებს თავის ვალდებულებას საზოგადოების სხვა წევრების წინაშე და მოიქცევა ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სხვათა უფლებებთან და ინტერესებთან.

მორალის გამოვლების სახეებია:

1. მორალური მსჯელობა;

2. მორალური გრძნობები;

3. მორალური ქცევა;

კოლბერგი განასხვავებდა მორალური განვითარების სამ დონეს:

I. პრეკონვენციური დონე (10 წლამდე):

მორალური მსჯელობა ეგოცენტრულია, ჰედონისტური-ეფუძნება მხოლოდ პიროვნების საკუთარ მოთხოვნილებებსა და აღქმებს, მხედველობაში არ მიიღება სხვა ადამიანების აზრი, ბავშვებს არ გააჩნიათ "კარგის" და "ცუდის " ცნებები.

1.სტადია-ორიენტაცია შედეგზე-დასჯის თავიდან აცილება და დამორჩილება.

ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს, მას არ ესმის თავისი ქცევის მორალური შეფასება. ისინი სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას. ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება-კარგი. თუ წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი -სწორი.

2.სტადია-ორიენტაცია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე-დახმარების გაცვლა-გამოცვლა.

ბავშვი ემორჩილება წესებს თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილებებიც დაუკმაყოფილდება. წესი გაგებულია როგორც გარიგება. ბავშვი ამ სტადიაზე ვერ აფასებს თავის ქცევას საზოგადოებრივი პოზიციიდან. მისი ხედვა ეგოცენტრულია. ასეთი ხედვა დამახასიათებელია სკოლანდელი და დაწყებითი სკოლის მოსწავლისათვის.

II. კონვენციური დონე (10-16 წ.წ.)

მორალი განპირობებულია პიროვნებათაშორისი შეთანხმებით, გარეთ დადგენილი ნორმებითა და ღირებულებებით, მხედველობაშია მიღებული სხვა ადამიანის აზრი, საზოგადოების მიერ მიღებული წესები და მოლოდინები.

3. სტადია- ორიენტაცია ახლობელ ადამიანზე-კარგი ბიჭი/კაეგი გოგო.

ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის მიხედვით, რას იტყვიან შენზე სხვები. ინდივიდი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა დაიმსახუროს, ამ ასაკში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელობანია უფროსის მაგალითი.

4. სტადია-ორიენტაცია საზოგადოებაზე, კანონის დაცვასა და მოვალეობის შესრულებაზე-კანონი და წესები.

მოზარდი აცნობიერებს საზოგადოებრივ ინტერესებს და ცხოვრების წესს, ცდილობს იხელმძღვანელოს ზნეობრივი პრინციპით, საკუთრ ქცევას სოციალური სისტემის კეთილდღეობას უფარდებს. მან იცის, რომ წესები აუცილებელია მოწესრიგებული საზოგადოებისათვის და ვთლის, რომ მისი ვალია, წესებს დაემორჩილოს.

III. პოსტკონვენციური დონე (16 წლიდან):

ქცევის შეფასებაში ადამიანი ხელმძღვანელობს საკუთარი შეგნების მიხედვით, პიროვნული პრინციპებით, რომელთა მიღება-არ მიღება არ უკავშირდება არც ავტორიტეტს და არც სოციალურ წესრიგს, შესაძლებელია ის არც კი შეესაბამებოდეს საზოგადოებაში აღიარებულ წესებს.

5. სტადია- ორიენტაცია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე, ადამიანის უფლებებასა და კეთილდღეობაზე-სოციალური/საზოგადოებრივი კონტრაქტი.

ქცევის შეფასებისას მთავარი კრიტერიუმია დემოკრატიულოად მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ადამიანი იქცევა საკუთარი მორალური პრინციპების შესატყვისად, პატივს სცემს სხვის პრინციპებსაც.

6. სტადია-ორიენტაცია საყოველთაო, უნივერსალურ მორალურ პრინციპებზე-უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

ქცევა მართებულად მიიჩნევა თუ იგი ნაკარნახევია სინდისით ყველა სხვა ფაქტორისა და ვითარებისგან დამოუკიდებლად. რა არის მორალურად სწორი განისაზღვება არა კანონით ან წესით, არამედ სინდისით. ადამიანები იქცევიან ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად.


0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ანი აბრამიძე
ანი აბრამიძე
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0