x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საოცარი მუსიკა მოსაწყენი ყოველდღიურობის წინააღმდეგ
image

ხელოვნება რომ ადამიანის საზრდოა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ხელოვნების ყველა დარგს უზადო წვლილი მიუძღვის პიროვნების ზრდა-განვითარებაში. თუმცა ამჯერად მხოლოდ მუსიკალურ ხელოვნებაზე საუბრით შემოვიფარგლებით.
ორი სიტყვა - მუსიკალური ხელოვნება - და ამ სიტყვებში ჩატეული სამყარო. მელოდიებითა თუ ტექსტებით მოყოლილი მილიონობით თითქოს ერთნაირი, თუმცა რეალურად განსხვავებული ნიუანსებით დამშვენებული ნიმუშები. მუსიკა, როგორც ცხოვრებისეული ჰარმონიის ერთგული დარაჯი, დეპრესიისა და ყოველდღიურობისაგან თავის დაღწევის გარანტია. შინაგანი განწყობის ამაღლების იარაღი, უფასო თერაპია და მისგან გამოწვეული გრძნობათა ღელვის საოცარი კორიანტელი.
მუსიკა, როგორც სამარადისოდ ერთგული მეგობარი და მრავალფეროვნებისაგან შეწოვილი ინფორმაციის გამავრცელებელი სენი. ერთადერთი სენთაგანი, რომელიც გვკურნავს.

წარმოგიდგენთ მუსიკალურ დარგებსა და მასში მოღვაწე ხელოვანებს, რომელთა შემოქმედებასაც ყველა მოაზროვნე ადამიანი უნდა იცნობდეს :

კლასიკური მუსიკა - მელოდიები რომლებიც ცხოვრებას გაგილამაზებთ და საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ დაუშრეტელი ჰარმონია. ინსტრუმენტთა საოცარი ჟღერადობა კი სალბუნი გახდება თქვენი სმენისთვის.
თუ ზემოთხსენებულ ჟანრს პირველად უსმენთ შესაძლებელია გაგიჭირდეთ დიდებული მოცარტის, ჰაიდნისა ან ბახის მოსმენა. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თავდაპირველად არანაკლებად ბუმბერაზ მუსიკოსებს : შოპენის, შუბერტის, ჩაიკოვსკის ან შოსტაკოვიჩის შემოქმედებას გაიცნობთ და მუსიკალურ სამყაროში მათი სევდიანი ნოკწიურნებითა ან ლაღი ვალსებით შეაბიჯებთ და ნელნელა ჩასწვდებით ისეთ სიღრმეებს სადაც მოცარტი შემოგეგებებათ სიტყვით აღუწერელი სიმფონიებით. თითქოს შემზარავი და ამავდროულად ღვთაებრივი რექვიემით ან კეკლუცი მარშით. ასევე დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებათ რომანტიული მუსიკის ერთერთი ფუძემდებელი ბეთჰოვენი ან ვენის კლასიკური სკოლის ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი.
აგრეთვე როცა კლასიკურ მუსიკაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია გამოგვრჩეს გამორჩეული და უნიჭიერესი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, რომლის თითოეული ნაწარმოები სევდიანი ნოსტალგიითა და აღმაფრთოვანებელი ემოციებით აგავსებთ.

ნოსტალგიაზე საუბრისას რაღა თქმა უნდა, გასულ საუკუნეს უნდა გადაავლოთ თვალი. მუსიკა, რომლის შექმნის დროს არ გიცხოვრიათ, თუმცა მოუსმენთ თუ არა, იმწამს იგრძნობთ მონატრებას, იმ წარსულის მონატრებას, რომელიც არასდროს გიხილავთ.
რომანტიკული, ამყოლი, კეკლუცი მუსიკა გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან დაწყებული - როკ ენ როლის ჩაუმქრალი ვარსკვლავი ელვის პრესლი. პოპის ხმად წოდებული ფრენკ სინატრა, ინტრიგებით გარემოცული მერლინ მონრო, მომნუსხველი ტემბრის მქონე პერი კომო ან როკ ენ როლის კიდევ ერთი ფუძემდებელი - ჩაკ ბერი. ხოლო თუ როკ ენ როლ ჯგუფები გიზიდავთ, ბითლზები თქვენს სიაში აუცილებლად დაამატეთ.


თუ თქვენი სტილი მუდმივად იმპროვიზაციულ ჯაზს შეესაბამება, გირჩევთ ლეგენდარულ ჩარლზ მინგუსს ან ქარიზმატულ ლუი არმსტრონგს.ასევე თქვენს გულს დაიპყრობს ოდნავ მოგვიანებით მოღვაწე მრავალმხრივ ნიჭიერი მულტი-ინსტრუმენტალისტი სტივი უანდერი.

და რაღა თქმა უნდა, როკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ისტორიული ჯგუფების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც 70-იანი წლებიდან მოყოლებული, იპყრობენ მსმენელს და ითრევენ მუსიკალური ხელოვნების მორევში.
თუ რაიმე ღვთაებრივისა და მრავლისმეტყველის მოსმენა გსურთ, ინგლისური როკ ჯგუფი - პინკ ფლოიდი(Pink Floyd ) სწორედ ისაა, რასაც ეძებდით. აგრეთვე არ უნდა გამოგრჩეთ უკვდავი - ქუინის ( Queen ) მოსმენა.
გირჩევთ მოუსმინოთ ისეთ დიდებულ როკ ბენდებს, როგორებიცაა - Aerosmith, Nirvana, Guns N' Roses, AC DC. ხოლო თუ მეტად განსაკუთრებული გემოვნება გაქვთ, მეტალ-ჯგუფი -მეტალიკა (Metallica) თქვენს მოთხოვნილებებს სრულიად დააკმაყოფილებს.

და ბოლოს პოპის, პანკის, თუ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებენ - the platters, Green Day, Oasis, whitesnake, Radiohead, Amy winehouse, Lana del rey, Snow patrol, Current joys, sting, the clash, arctic monkeys, the cranberries, Mazzy star, Adriano Celentano, Andrea Bocelli .


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჯუგაშვილი
მარიამ ჯუგაშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0