x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა მოხდა უკრაინის არჩევნებზე და როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი?

image

უკრაინაში 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ შედეგები სავსებით მოსალოდნელი იყო.


პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" ხმათა უმრავლესობა მიიღო და ხმების 50%-ზე მეტის დათვლის შედეგად 42.44% დააგროვა. ძალიან დიდი სხვაობით, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა პრორუსული პარტია - "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", რომელიც უკრაინელ ოლიგარქსა და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირს ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის. მათ ხმების 12.87% მიიღეს. ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს "ევროპულმა სოლიდარობამ" 8.65% მიიღო, თუმცა უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე მან გაიმარჯვა. იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინამ" 8.02% მიიღო, მეხუთე ადგილზე კი ასევე ახლად შექმნილი პარტია გავიდა - მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკის "ხმა" 6.39%-ით.

რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები შეიძლება მცირედით შეიცვალოს, მაგრამ რეალური სურათი შემდეგნაირია - რადაში ყველაზე ძლიერი პარტია "ხალხის მსახური" იქნება, რომელიც სავარაუდოდ მისთვის ყველაზე უფრო "ახლობელ" პარტიასთან, "ხმასთან" შეკრავს კოალიციას და მყარი უმრავლესობა ექნება.

ძალიან საინტერესო და ყურადღებამისაქცევია ის, თუ როგორ დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა (ყოველ შეთხვევაში, ერთი სტადია მაინც) - მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.

დაბალი, უფრო სწორად პრაქტიკულად მხარდაჭერის არქონას ზოგიერთი იმით ხსნის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის დრო არ რჩებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მის პარტიას და არც მას დიდი მხარდაჭერა არც ჰქონია. იხილეთ ვრცლად
0
327
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0