x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პოლიამორიული ქორწინება ლეგალიზაციას ელოდება?
image

საუკუნეების განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობა დაფუძნებული იყო მონოგამურ ურთიერთობებზე: ორი ერთად და სამუდამოდ, თუმცა დღეისთვის სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ქორწინება(50%) გაყრით მთავრდება-ეს იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ ტრადიციული ურთიერთობის მოდელი მოძველდა და ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შემდეგ, პოლიამორიული ქორწინება რიგში დგას და ლეგალიზებას ელოდება.


დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც პოლიამორულ(სიტყვით ნიშნავს მრავალ სიყვარულს-ანუ ერთდროულად ერთზე მეტი ინტიმური ურთიერთობის ქონის პრაქტიკა) ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას.


ფრენკლინ ვო იხსენებს ბავშვობაში მოსმენილ ზღაპარს, სადაც პრინცესას ტანჯავდა ერთი დილემა, ორი თაყვანისმცემლიდან უნდა ერჩია ერთი, პატარა ფრენკლინი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ შეეძლო პრინცესას ორივეზე ერთდროულად გათხოვილიყო?



თუმცა ახლა როცა გაიზარდა, მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ ფუჭი ცნობისმოყვარეობა, მას არც არასდროს ჰქონია მონოგამური ურთიერთობის სურვილი.

"პირველი სექსუალური კავშირიც კი ორ გოგონასთან მქონდა ერთდროულად სკოლის გამოსაშვებ საღამოზე"ამბობს ფრენკლინი.


ამჟამად იგი ერთჭექვეშ ცხოვრობს მუდმივ სექსუალურ პარტნიორ ქალთან და მის ბოიფრენდთან ერთად, კავშირი აქვს კიდევ ოთხ გოგონასთან.


ნატაშა 27 წლის:4 წელია ურთიერთობაში ვარ ერთ ბიჭთან, აქედან 2 წელია ჩვენ პოლიამორები ვართ.ჩემთვის ურთიერთობა ერთთან მოსაბეზრებელი გახდა, სულ სხვისკენ ვიყურებოდი, მხოლოდ დიდმა სიყვარულმა გამაძლებინა მასთან 2 წელიწადი მონოგამურ ურთიერთობაში, მისი ღალატიც არ შემეძლო, ამიტომ ჯერ შევთავაზე ასეთი რამ:ორ ქალთან ერთდროულად სექსი, თავიდან იგი ჭოჭმანობდა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა, მოვიყვანე ჩემი დაქალი და მოვსინჯეთ სექსი სამმა.ამის შემდეგ ის ცოტა მოეშვა, დღეისთვის ის ძალზე კმაყოყოფილია ასეთი ფორმატით, ვფიქრობ, რომ ის შინაგანად ყოველთვის პოლიამორიული იყო, უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი ზღუდავდა მას.ამჟამად მე ვიცი მისი ყოველი კონტაქტი, მან კი ჩემი, ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვართ და არ არის ჩვენს შორის ეჭვიანობა, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ."

image

ჯოშის არიზონადან ერთდროულად სამ გოგონასთან-სარა, ალისა და მერისთან აქვ ურთოერთობა, თავად გოგონები ამტკიცბენ, რომ ასეთი ურთიერთობა სრულიად დამაკმაყოფილებელია მათთვის.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოში და სარა შეხვდნენ ბისექსუალ ალისას, მათ კი ცოტა ხანში შემოემატათ მერი.

imageფოტოზე: ჯოში სარა, ალისა და მერისთან ერთად.



ოთხეული ამტკიცებს, რომ მათ არასდროს შექმნიათ პრობლემები ეჭვიანობის გამო."მოითხოვდე ყველაფერს ერთი ადამიანისგან-უბრალოდ არასამართლიანია"-აღნიშნავს ჯოში, რომელიც თვლის, რომ მონოგამოური ურთიერთობა ძლიერ ტვირთად აწვება ადამიანებს.



"მონოგამია მაშინ გახდა მოთხოვნადი, როდესაც ჩვენი წინაპრები მომთაბარე ცხოვრებიდან მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდნენ, სავარაუდოდ ამის მიზეზი სხვებთან ერთად ეკონიმიურიც იყო, რის შედეგადაც მამას ადვილად შეეძლო გადაეცა მემკვიდრეობა შვილებისთვის-თუნდაც მიწები-ამბობს სამართლის პროფესორი ჰადარ ავირამი ჰასტინგის კოლეჯიდან-იდეალურ ვიქტორიანულ ეპოქაში "მონოგამური" ურთიერთობა ჩაანაცვა "რომანტიკულმა სიყვარულმა".



"იდეა იმის შესახებ, რომ სექსუალური პარტნიორი უნდა იყოს მხოლოდ ერთი, არც ისე დიდი ხანია არსებობს, მიუხედავად ამის დღესაც კი მონოგამური ურთიერთობა არ არის დომინანტი დედამიწაზე, კვლევების თანახმად, პლანეტის მოსახლეობის 83% -თვის პოლიგამია მისაღებია ფორმაა"-ამბობს ჰადარ ავირამი.




ინტენრეტპლატფორმა OpenMinded.com -ის შემქმნელი ბრენდონ უაიდი აღნიშნავს, რომ "პოლიამორიული ურთიერთობა" არის "ზნეობრივი ორგულობა":



"საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ თანამედროვე ქორწინება უკვე ვერ აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნებს და საჭიროებს მოდიფიკაციას.ფორმატი "მამაკაცი-ქალი" აღარ აკმაყოფილებთ.


აწორედ ამიტომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოუწოდებს კანონმდებლებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების კვალდაკვალ დაკანონდეს პოლიამორიული ქორწინებაც.

image



ასევე დაგაინტერესებთ


ბრაზილიის შტატ გოიას სასამართლომ ორ ძმას - იდენტურ ტყუპს დააკისრა ალიმენტის გადახდა, რადგან დნმ-ის ანალიზმა ვერ დაადგინა ზუსტად, რომელი მათგანია მამა. ასე რომ, ორივე ძმას მოუწევს ალიმენტის გადახდა. იუწყება BBC. ტყუპი ძმიდან არც ერთი არ აღიარებდა ბავშვის მამობას და შესაბამისად, არც ალიმენტის გადახდის სურვილი ჰქონდათ. ...


ჩუქჩები ჩუკოტკის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა, იგი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხია, უკიდურესი ჩრდილოეთით, ყინულოვანი ოკეანის და ბერინგის ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობაში, რომელთა რაოდენობა 12, 600 კაცია 2002 წლის მონაცემებით დღემდე მოქმედებს სპეციფიკური საქორწინო და ოჯახური ტრადიციები. ეს...


"ქმართან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, გვყავს ორი ვაჟი, 7 და 4 წლის. დალხინებული ცხოვრება არ გვქონდა, ხშირად ვკამათობდით, მღალატობდა კიდეც(როგორც მოგვიანებით შევიტყვე), თუმცა კარგი მამაა და ოჯახზეც გადაყოლილია, უყვარს შვილები და სახლშიც ფული მოაქვს. წელიწად-ნახევრის წინ მას დავშორდი მორიგი ღალატის გამო. პრაქტიკულად, მყისვე გავიცანი მამაკაცი, რომელიც...


სასამართლოს შემდეგ სამიდან ორმა შვილმა მამასთან კონტაქტი გაწყვიტა, ხოლო მესამემ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. მილიონერმა რიჩარდ მეისონმა 21 წლის შემდეგ შეიტყო, რომ სამი შვილი, რომელსაც ის ზრდიდა, მისი არ არის, სიმართლე მას შემდეგ გამოაშკარავდა, როდესაც ექიმთან ვიზიტის დროს გაარკვია, რომ იგი ბავშვობიდანვე უნა...

0
845
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
845
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0