x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რას აკეთებს კაცი ქვეცნობიერად, როდესაც უყვარდება?
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.


როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.


image



სწორედ ამ ფაქტორებით მიხვდებით, რომ მამაკაცს თავისი ქვეცნობიერი ყიდის, როდიესაც შეყვარებულია.




იცვლება მისი შეხედვის, ყურების მომენტი

image


ის უფრო ხანგრძლივი, უფრო დინჯი და მსუბუქად დაჟინებული ხდება, თუმცა ქრება, როდესაც თვალს თვალში გაუყრით მოულოდნელად.






ეცვლება ღიმილი

image


შეყვარებული მამაკაცი იწყებს ხშირად ღიმილს. საქმე არ ეხება კბილების გამოჩენამდე ღიმილს, თუმცა ბედნიერების ღიმილი რადიკალურად ცვლის მისი სახის გამომეტყველებას. მის სახეს მუდამ დასთამაშებს სიამოვნების ღიმილი, როდესაც საყვარელ ქალს ხედავს.






შეხება

image


ქვეცნობიერი აიძულებს მამაკაცს, რომ საყვარელ ქალს შეეხოს. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი შეხება საუბრის დროს. თუ მამაკაცი თქვენზეა შეყვარებული, ის რამის სათქმელად შორი მანძილიდან არ დაგიყვირებთ, მოვა ახლოს და მხარზე ხელის დადებით გაგრძნობინებთ, რომ რაღაცის თქმა სურს.






მოძრაობა

image


საოცრად იცვლება მამაკაცი, როდესაც შეყვარებულია. პატარა ბავშვივით მოუსვენრობს, ცდილობს გაგაოცოთ, ადგეს, მოგიახლოვდეთ და თვალებში, ზოგადად კი სახეში გიყუროთ, თითქოს ამით ცდილობს, რომ გაიძულოთ მას უყუროთ, ის შეამჩნიოთ.







1
2604
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2604
  
2019, 27 ივლისი, 16:13
რა საყვალები არიაააან...ბავშვებივით.... (მხოლოდ შეყვარებული მამაკაცები :-) )
0 1 1