x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ნინო ჯღარკავა ნოდარ მელაძეზე წერს - "ხოდა ვიტყვი ნოდარ მელაძე არის ყველაზე..."
image
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსზე ნოდარ მელაძეზე წერს.


"ახლა ერთს დავწერ ძალიან არაპოპულარულ სტატუსს, ჩემიანებიც რომ ჩამქოლავენ და მერე სტატუს სტატუს გამოიყენებენ, აქაც რომ შემომივარდებიან და გინებას ატეხენ, სულ არ მაინტერესებს, არავის ჭკუით და ზეგავლენით არ მიწერია მე სტატუსები და არც მიცხოვრია!

ხოდა ვიტყვი ნოდარ მელაძე არის ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი დღეს საქართველოში, მოგვწონს მისი გადაცემები, არ მოგვწონს, ვერ გვეფერება საჩვენოდ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი ნიჭი არ ვაღიარო! ისიც რომ დღეს ნოდარი იმ ბანაკშია ჩვენი ბრალია, ნოდარ მელაძე არც ნაცი ყოფილა არც ქოცი, არც რუსთავი 2 ზე უმუშავია 2012 წლამდე, ამ მთავრობის დროს იყო ტვ 3-ში, იყო იმედზე, ვერ შეიშვნეს ვერ დააფასეს და უკაცრავად და ტრაქტორისტად ვერ იმუშავებდა...

წავიდა იქ სადაც მისი ნიჭი დააფასეს და აკეთებს იმ საქმეს რაც იმათ ჭირდებათ! ბევრ სიმართლეს ამბობს“ბევრს ფუთავს, მაგრამ პროფესიონალურად! ხოდა ახლა მლანძღეთ რამდენიც გინდათ, მე ხომ ვიცი რომ სიმართლეს ვწერ!მიგვეხედა და იქნებოდა ჩვენთან!"



სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

0
2234
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0