x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქეთა თოფურია თეთრ ბიკინებში, სადაც მომღერალი იდეალური სხეულის დემონსტრირებას ახდენს

image ქეთა თოფურიას თაყვანისმცებლებმა და გულშემატკივრებმა აღტაცება ვერ დამალეს მომღერლის ბოლო სურათების დანახვის მერე, სადაც მომღერალი იდეალურ ფორმაშია.
"უმაგრეს ფორმაში ხარ, ეს ძალიან მაგარია, იდეალურ ფორმაში ხარ"-ასეთი კომპლიმენტები არ დაიშურეს ქეთას გვერდზე "ინსტაგრამში" მისმა ფანებმა.
ქეთას არ დაუკონკრეტებია თუ სად იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი მოსკოვში ცუდ ამინდზე ჩიოდა. მომღერალმა გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც კარგი და თბილი ამინდია.
ახლახანს «А'Студио»-ს სოლისტმა აღიარა, რომ უყვარს არასწორი კვება, თუმცა დაამატა: არასწორი კვების მიუხედავად წონაში არ ვიმატებ და ამ მხრივ პრობლემები არა მაქვსო. მიუხედავად ყუათიანი პროდუქტით კვებისა, დასვენებისას არ იმატებს წონაში, რადგან ცურვა უყვარს ძალიან და სწორედ ცურვის წყალობით "წვავს" იმ კალორიებს, რომელსაც მსუყე საკვებით კვების დროს იღებს . მომღერლის თქმით ბოლო წლების განმავლობაში მისი წონა არ ასცდენია 55 კილოგრამს.
ქეთა ზრდის 4 წლის გოგონას ოლივიას, რომელიც ყოფილი ქმრის-მილიონერი ბიზნესმენის ლევ გეიხმანისგან ჰყავს.
გასული წლის შემოდგომაზე ქეთა დაშორდა მეგობარ მამაკაცს-რეპერ გუფს 2 წლიანი რომანის შემდეგ.
ახლახანს კი მომღერალმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა მეორე შანსი მისცეს ყოფილ მეგობარ მამაკაცს.
32-წლის ქეთა გახდა შოუს "ხუთშაბათი რეგინასთან ერთად" სადღესასწაულო გადაცემის მთავარი "გმირი", სადაც მან წამყვან რეგინა ტოდორენკოს გულღიად მოუთხრო თავის გეგმებზე და თავის პირად ცხოვრებაზე. სწორედ რეგინასთან ინტერვიუს დროს განაცხადა ქეთამ, რომ ყოფილ მეგობარ მამაკაცს, რეპერ გუფს მეორე შანსი მისცა მასთან დასაბრუნებლად.
ქეთა რეგინა ტოდორენკოსთან ერთად
image ქეთა მეგობარ მამაკაცთან, რეპერ გუფთან ერთად
image ესეც ქეთას უახლესი სურათები თეთრ საცვლებში
imageimage ნებისმიერ სურათში ქეთას სხეული იდეალურ ფორმაშია
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
1078
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1078